პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება

ვულოცავთ ყველა პროფესიულ სტუდენტს მიღწეულ წარმატებებს!

ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის პროფესიულმა სტუდენტებმა: ირმა მაისურაძემ, თინათინ ბაბუნიშვილმა, ლალი კალატოზიშვილმა, ეკა იმერლიშვილმა, ნანა ნოზაძემ, ნათია დათუნაშვილმა და ანნა კაკაშვილმა წარმატებით ჩააბარეს მუსიკის მასწავლებლის გამოცდა.
ვულოცავთ მათ ამ მნიშვნელოვან მიღწევას და წარმატებებს ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობაში!

ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებული გოგონათა გუნდის გამოსვლა ამერიკის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, ამერიკა!
Happy Independence Day, America!

პროფესიული სტუდენტებისა და სემინარიის მოსწავლეების ღია კონცერტი

 ქალაქ გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში გაიმართა პროფესიული სტუდენტებისა და სემინარიის მოსწავლეების ღია კონცერტი.
კონცერტმა წარმატებით ჩაიარა.
დიდი მადლობა კოლეჯის ადმინისტრაციას, პედაგოგებს, პროფესიული პროგრამის სტუდენტებსა და სემინარიის მოსწავლეებს ასეთი ლამაზი და შთამაგონებელი საღამოსთვის.