საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

 გორში, გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.

 ღონისძიება განხორციელდა გორისა და ატენის მიტროპოლიტის, მეუფე ანდრიას კურთხევითა და ინიციატივით,
გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და სტუდია „ოქონას“ თანადაფინანსებით.

 საღამოში მონაწილეობა მიიღო
სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებულმა გორის გოგონათა გუნდმა,
რომელმაც შეასრულა პატრიარქის მიერ შექმნილი საგალობლები:

„წმინდაო ღმერთო“
 „ალილუია“
„დავიღალე“

ეს იყო სულიერი და ემოციური საღამო, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა მსმენელი პატრიარქის შემოქმედებისა და ხსოვნის გარშემო.

თბილისის საგუნდო მუსიკის XVI საერთაშორისო ფესტივალი / Tbilisi Choral Music Festival.

თბილისის საგუნდო მუსიკის XVI საერთაშორისო ფესტივალი / Tbilisi Choral Music Festival

 27 აპრილი – 8 მაისი
ფესტივალის ფარგლებში, 3 მაისს, გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს
გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებული გოგონათა გუნდი.
ვუსურვებთ წარმატებებს გორის გოგონათა გუნდს თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე ღირსეული გამოსვლისთვის.
 დასწრება თავისუფალია
მისამართი: თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აყვანების კათოლიკური კათედრალური ტაძარი
(გია აბესაძის ქ. N4)
 
 

სსიპ სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში სწავლების მსურველთა საყურადღებოდ

სსიპ სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში სწავლების მსურველთა საყურადღებოდ
გაცნობებთ, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ ორგანიზებული წიგნიერების გამოცდა მოხსნილია.
 საშემოდგომო მიღებაზე, მეხუთე დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის წინაპირობებია:
• სრული ზოგადი განათლება
• შემოქმედებითი ტურის წარმატებით გავლა
 აპლიკანტები შემოქმედებით ტურს გაივლიან უშუალოდ კოლეჯში.
დამატებითი ინფორმაციისა და კონსულტაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ან გვეწვიოთ შემდეგ მისამართზე:
ქ.გორი სამეფო ქუჩა N17
0(370) 27 35 11; 577 55 72 71;
599 39 52 04;  595 690 636
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ღრმა მწუხარება

გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ საპატრიარქოსა და სრულიად საქართველოს.