1 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება.

სსიპ-ქ.გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი აცხადებს მიღებას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
პიანისტ - აკომპანიატორი, სწავლის ხანგრძლივობა-28 თვე:
მუსიკის რეპეტიტორი , სწავლის ხანგრძლივობა -20 თვე.
პროფესიული პროგრამების დასრულების შემდეგ კურსდამავრებულს ენიჭება -,,უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სამუსიკო ხელოვნებაში
Higher Vocational Qualification in Music Art ''
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება.ტესტირება (წიგნიერება),შემოქმედებითი ტური.
კოლეჯში პროფესიულ პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ჩარიცხული სტუდენტები ერთჯერადად თავისუფლდებიან სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან.
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები:
საჯარო ან/და კერძო სექტორი,როგორც მცირე ,ისე საშუალო და მსხვილი ორგანიზაციები;
კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები, სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებები (დაწყებითი საფეხური);
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები;
მუსიკალური და თეატრალური სტუდიები;
შემოქმედებითი კოლექტივები;
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა (მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შემდეგ);
 მუსიკალური,სახელოვნებო ან/და ფართო პროფილის ორგანიზაციები; ტელევიზია, კინოწარმოება, თეატრი, მუსიკალური სასწავლო სტუდია, თეატრალური სასწავლო სტუდია, ხმის ჩამწერი სტუდია, საპროდიუსერო ცენტრი;
 ასევე შეუძლია იყოს თვითდასაქმებული და ეწეოდეს კერძო პროფესიულ პრაქტიკას.
რეგისტრაცია მიმდინარეობს
1 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით.
ონლაინ, ვებგვერდზე – https://vet.emis.ge/#/
პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით,კონსულტაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ან მობრძანდით
შემდეგ მისამართზე
მისამართი: ქ.გორი სამეფო ქუჩა N17
0370 27 35 11 577 55 72 71
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება

ვულოცავთ ყველა პროფესიულ სტუდენტს მიღწეულ წარმატებებს!

ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის პროფესიულმა სტუდენტებმა: ირმა მაისურაძემ, თინათინ ბაბუნიშვილმა, ლალი კალატოზიშვილმა, ეკა იმერლიშვილმა, ნანა ნოზაძემ, ნათია დათუნაშვილმა და ანნა კაკაშვილმა წარმატებით ჩააბარეს მუსიკის მასწავლებლის გამოცდა.
ვულოცავთ მათ ამ მნიშვნელოვან მიღწევას და წარმატებებს ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობაში!

ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებული გოგონათა გუნდის გამოსვლა ამერიკის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, ამერიკა!
Happy Independence Day, America!