სტუმრად ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში

გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში სტუმრად იმყოფებოდნენ გორის მე-11 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები. პატარა აღსაზრდელებმა დაათვალიერეს კოლეჯის შენობა, შეხვდნენ კოლეჯისა და სემინარიის პედაგოგებს, გაეცვნენ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ასევე დაესწრნენ გორის გოგონათა გუნდის უმცროსკლასელთა რეპეტიციას, სადაც გორის გოგონათა გუნდმა შეასრულა მუსიკალური ნომრები. შეხვედრამ თბილ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა.

 

 

 

 

 

 

 

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ წარმატებულ და ბედნიერ 2026 წელს!

ქ. გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა პროფესიული სტუდენტებისა და კოლეჯთან არსებული სემინარიის მოსწავლეების ღია კონცერტი. კონცერტმა ჩაირა წარმატებით, მადლობას ვუხდით კოლეჯის პედაგოგებს, ბავშვებს და მშობლებს გამოცხადებული ნდობისთვის.
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ წარმატებულ და ბედნიერ 2026 წელს!

26 დეკემბერი 15:00 საათი

26დეკემბერს, 15:00 საათზე, ქ. გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება პროფესიული სტუდენტებისა და კოლეჯთან არსებული სემინარიის მოსწავლეების ღია კონცერტი.
დასწრება თავისუფალია, გთხოვთ მობრძანდეთ.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ წარმატებებსა და შემოქმედებით წინსვლას!

სსიპ-ქ.გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში სასწავლო პროცესი 2025 წლის საშემოდგომო მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის დაიწყება 2025 წლის 25 ნოემბერს 11:00 სათზე.
 გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ წარმატებებსა და შემოქმედებით წინსვლას!