პირველი ნაბიჯები სცენაზე — სემინარიის უმცროსკლასელთა ღია კონცერტი

 პირველი ნაბიჯები სცენაზე — სემინარიის უმცროსკლასელთა ღია კონცერტი
სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში გაიმართა კოლეჯთან არსებული სემინარიის უმცროსკლასელთა ღია კონცერტი.
კონცერტზე პატარა მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოები და ეტიუდი, წარმოაჩინეს საკუთარი ნიჭი, შრომა და მუსიკალური შესაძლებლობები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო გორის სემინარიის ბავშვთა გუნდმაც, რომელმაც მსმენელს მრავალხმიანი სიმღერები შესთავაზა.
კონცერტმა წარმატებით ჩაიარა და განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ახალგაზრდა შემსრულებლებისთვის, რადგან ბევრი მათგანისთვის ეს სცენაზე გამოსვლის პირველი გამოცდილება იყო. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მოსწავლეთა შემოქმედებითი პოტენციალი და მუსიკალური განვითარების შედეგები.
კონცერტის დასასრულს საზეიმო ვითარებაში სემინარიის სხვადასხვა მონაწილეს გადაეცა რეგიონულ კონკურსებსა და ფესტივალებზე მოპოვებული სიგელები და დიპლომები, რაც მათი წარმატებისა და შრომის მნიშვნელოვანი აღიარებაა.
ვულოცავთ ახალგაზრდა მუსიკოსებს მიღწეულ წარმატებებს და ვუსურვებთ მომავალშიც მრავალ შემოქმედებით გამარჯვებას. 
მადლობას ვუხდით მშობლებს ჩვენდამი გამოცხადებული ნდობისთვის, ხოლო ჩვენს პედაგოგებს — სიყვარულით, პასუხისმგებლობითა და დაუღალავი შრომით გაწეული საქმიანობისთვის. სწორედ მათი ერთობლივი ძალისხმევა ქმნის გარემოს, სადაც ბავშვები წარმატებით დგამენ პირველ ნაბიჯებს მუსიკის სამყაროში. 

პროფესიული სტუდენტებისა და სემინარიის მოსწავლეთა ღია კონცერტი

 ღია კონცერტი ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში
2026 წლის 26 ივნისს, 15:00 საათზე, სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის საკონცერტო დარბაზში გაიმართება კოლეჯის პროფესიული სტუდენტებისა და კოლეჯთან არსებული სემინარიის მოსწავლეთა ღია კონცერტი.
კონცერტის ფარგლებში პროფესიული სტუდენტები და სემინარიის მოსწავლეები მსმენელის წინაშე წარდგებიან მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრებით და წარმოაჩენენ სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებსა და შემოქმედებით შესაძლებლობებს.
 ქ.გორი სამეფო ქუჩა N17
 26 ივნისი, 2026 წელი | 15:00 საათი
 დასწრება თავისუფალია.

ღია კონცერტი

2026 წლის 24 ივნისს, 15:00 საათზე, ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის საკონცერტო დარბაზში გაიმართება სემინარიის უმცროსკლასელთა ღია კონცერტი.

პროფესიული განათლება პრაქტიკაში — სტუდენტების წარმატებული საწარმოო პრაქტიკა №17 ბაგა-ბაღში.

 საწარმოო პრაქტიკა წარმატებით დასრულდა
გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის პროფესიულმა სტუდენტებმა საწარმოო პრაქტიკა გაიარეს გორის მუნიციპალიტეტის №17 საბავშვო ბაგა-ბაღში.
პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტებმა ბაღის აღსაზრდელებთან და პედაგოგებთან ერთად ჩაატარეს საჩვენებელი ღონისძიება, რომელმაც თბილ და შემოქმედებით გარემოში ჩაიარა. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა პროფესიული განათლების მნიშვნელობა და მომავალი მუსიკის პედაგოგების პრაქტიკული უნარები.
ვულოცავთ ჩვენს პროფესიულ სტუდენტებს პრაქტიკის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით №17 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორს, ქალბატონ ნესტან ნათაძეს, ბაღის პედაგოგებს, მშობლებს და, რა თქმა უნდა, ჩვენს პატარა აღსაზრდელებს გულთბილი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.
 გვჯერა, რომ მსგავსი პრაქტიკული გამოცდილება პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია და მომავალშიც არაერთ წარმატებულ პროექტს ჩაეყრება საფუძველი.