ქართული მუსიკის საღამო

ქ.გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში გაიმართა ,, ქართული მუსიკის საღამო'' სამუსიკო კოლეჯის პროფესიულმა სტუდენტებმა, კოლეჯთან არსებული სემინარიის მოსწავლეებმა და გორის გოგონათა გუნდმა შეასრულეს ცნობილი ქართველი კომპოზიტორების: ჯ.ბეგლარიშვილი, ი.კეჭაყმაძე, გ.ყანჩელი, ბ.კვერნაძე, ა.მაჭავარიანი, კ.ცაბაძე და სხვათა ნაწარმოებები.
კონცერტმა ჩაიარა წარმატებით.

14 ივნისი 12:00 საათი საკონსულტაციო შეხვედრა

2025 წელის საგაზაფხულო მიღებაზე დარეგისტრირებული აპლიკანტების საყურადღებოდ!
ქ.გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში 2025 წლის 14 ივნისს 12:00 საათზე, გაიმართება საკონსულტაციო შეხვედრა შემოქმედებით ტურთან დაკავშირებით მუსიკის თეორიაში.
გთხოვთ მობრძანდეთ !
მისამართ: ქ.გორი სამეფო ქუჩა N17

11 ივნისი 15:00 საათი ,,ქართული მუსიკის საღამო''

11 ივნისს 15:00 საათზე
ქ.გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება
,,ქართული მუსიკის საღამო''
ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს შეასრულებენ სამუსიკო კოლეჯის პროფესიული სტუდენტები და კოლეჯთან არსებული სემინარიის მოსწავლეები 

ღია კარის დღე

ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში გაიმართა ღია კარის დღე 2025 წლის საგაზაფხულო მიღებაზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის. შეხვედრას უძღვებოდნენ მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის ,,პიანისტ-აკომპანიატორი'' ,,,მუსიკის რეპეტიტორი'' ხელმძღვანელები ქ-ნ თამარ მშვიდობაძე, ქ-ნ ლელა ანთია და კოლეჯის სასწავლო პროცესის მენეჯერი ქ-ნი დალი ნასუაშვილი.