საერთაშორისო საგუნდო კონკუსრ ფესტივალი ,,RIGA SINGS -2025''

ლატვიის დედაქალაქ რიგაში 3-7 აპრილს გაიმართა საგუნდო საერთაშორისო კონკუსრ ფესტივალი ,,RIGA SINGS -2025'' სადაც 12 ქვეყნიდან 30-ზე მეტი გუნდი მონაწილეობდა .
საქართველოდან მონაწილეობა მიიღო გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებულმა გოგონათა გუნდმა. დირიჟორი ნინო წიკლაური.
გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებული გოგონთა გუნდი კონკურსის მთავარი პრიზის იმანტ კოკარსის სახელობის გრან-პრის მფლობელი გახდა.
ახალგაზრდული გუნდების კატეგორიაში გოგონათა გუნდმა პირველი პრემია და ოქროს მედალი მოიპოვა,
ხოლო ნომინაციაში „საუკეთესო დირიჟორი“ ნინო წიკლაურმა გაიმარჯვა.
მადლობას ვუხდის მხარდაჭერისთვის!
მადლობა თავდაუზოგავი შრომისთვის! გორის გოგონათა გუნდი / Gori Girls' Choir ნინო წიკლაური
 
 

ნ.სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა კონცერტი

გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯმა უმასპინძლა, თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებს!
დღეს გამართულმა კონცერტმა საფუძველი ჩაუყარა ორი მუსიკალური და კულტურული ორგანიზაციის
დამეგობრებას და შემდგომში თანამშრომლობის გაგრძელებას!
მადლობა კონცერტის ორგანიზატორებს და მოსწავლეებს არაჩვეულებრივი საღამოსთვის!

28 თებერვალი 15:00 საათი

გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება, თელავის ნ.სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეთა კონცერტი.
დასწრება თავისუფალია!
მისამართი: ქ.გორი სამეფო ქუჩა N17
 

გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის პროფესიული განათლების სტუდენტმა ნინი მაისურაძემ ლას-ვეგასში გამართულ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე - „Golden Dream“ პირველი ადგილი დაიკავა

გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის პროფესიული განათლების სტუდენტმა ნინი მაისურაძემ ლას-ვეგასში გამართულ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე - „Golden Dream“ პირველი ადგილი დაიკავა.
საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი Clark Country Library-ის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა, ფესტივალი სხვადასხვა დიასპორის და ამერიკული მხარის მეშვეობით წელიწადში ორჯერ იმართება და მისი მიზანი სხვადასხვა ქვეყნის კულტურის პოპულარიზაცია და ურთიერთგაზიარებაა.
ვულოცავთ ნინის გამარჯვებას!
წარმატებებს ვუსურვებთ პირად და პროფესიულ საქმიანობაში!