გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის პროფესიული განათლების სტუდენტმა ნინი მაისურაძემ ლას-ვეგასში გამართულ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე - „Golden Dream“ პირველი ადგილი დაიკავა

გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის პროფესიული განათლების სტუდენტმა ნინი მაისურაძემ ლას-ვეგასში გამართულ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე - „Golden Dream“ პირველი ადგილი დაიკავა.
საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი Clark Country Library-ის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა, ფესტივალი სხვადასხვა დიასპორის და ამერიკული მხარის მეშვეობით წელიწადში ორჯერ იმართება და მისი მიზანი სხვადასხვა ქვეყნის კულტურის პოპულარიზაცია და ურთიერთგაზიარებაა.
ვულოცავთ ნინის გამარჯვებას!
წარმატებებს ვუსურვებთ პირად და პროფესიულ საქმიანობაში!