საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში მომღერალ აჩიკო ნიჟარაძის პირველი სოლო კონცერტი გაიმართა,სადაც სხვა შემსრულებლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდმა ნინო წიკლაურის ხელმძღვანელობით.
კონცერტს საქართველოს კულტურის მინისტრი ქალბატონი თინათინ რუხაძე დაესწრო.






