საინფორმაციო შეხვედრა

16 ნოემბერს გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა 2024 წლის საშემოდგომო მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის. შეხვედრას უძღვებოდა კოლეჯის სასწავლო პროცესის მენეჯერი ქ-ნ დალი ნასუაშვილი, სადაც ისაუბრა მოდულურ საგანმანათლებლო პროგრამებზე, პროგრამებში შემავალ მოდულებზე, მათ ხანგრძლივობაზე და შეფასების სისტემაზე.
შეხვედრაზე პროფესიული სტუდენტები გაეცვნენ თავის უფლებებს და მოვალეობებს.

საკონსულტაციო შეხვედრა

საკონსულტაციო შეხვედრა ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში. 2024 წლის საშემოდგომო მიღებაზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის.

12 ოქტომბერი 14:00 საათი საკონსულტაციო შეხვედრა

ქ.გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში 12 ოქტომბერს შაბათს 14:00 საათზე, გაიმართება საკონსულტაციო შეხვედრა შემოქმედებით ტურტან დაკავშირებით 2024 წლის საშემოდგომო მიღებაზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის.
გთხოვთ,მობრძანდეთ!
მისამართი: ქ.გორი სამეფო ქუჩა N17

საკონსულტაციო შეხვედრა

ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა 2024 წლის საშემოდგომო მიღებაზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის.