საერთაშორისო საგუნდო კონკუსრ ფესტივალი ,,RIGA SINGS -2025''

ლატვიის დედაქალაქ რიგაში 3-7 აპრილს გაიმართა საგუნდო საერთაშორისო კონკუსრ ფესტივალი ,,RIGA SINGS -2025'' სადაც 12 ქვეყნიდან 30-ზე მეტი გუნდი მონაწილეობდა .
საქართველოდან მონაწილეობა მიიღო გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებულმა გოგონათა გუნდმა. დირიჟორი ნინო წიკლაური.
გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებული გოგონთა გუნდი კონკურსის მთავარი პრიზის იმანტ კოკარსის სახელობის გრან-პრის მფლობელი გახდა.
ახალგაზრდული გუნდების კატეგორიაში გოგონათა გუნდმა პირველი პრემია და ოქროს მედალი მოიპოვა,
ხოლო ნომინაციაში „საუკეთესო დირიჟორი“ ნინო წიკლაურმა გაიმარჯვა.
მადლობას ვუხდის მხარდაჭერისთვის!
მადლობა თავდაუზოგავი შრომისთვის! გორის გოგონათა გუნდი / Gori Girls' Choir ნინო წიკლაური