თურქეთის რესპუბლიკის საგრანტო პროგრამა Türkiye Bursları

 
წარმოგიდგენთ ინფორმაციას თურქეთის რესპუბლიკის საგრანტო პროგრამის Türkiye Bursları
შესახებ, რომელიც თურქეთის წამყვან უნივერსიტეტებში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის წარმატებულ სტუდენტებსა და მკვლევრებს გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო პროგრამებისათვის სახელმწიფო გრანტებს სთავაზობს პროფესიული განათლების, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო აკადემიურ საფეხურებზე (მათ შორის, ინგლისურენოვან პროგრამებზე) და ყოველთვიურ სტიპენდიასთან ერთად, საუნივერსიტეტო
მომზადებისა და საცხოვრებელში განთავსების ხარჯებსაც მოიცავს. კანდიდატებს უნივერსიტეტებისა და აკადემიური პროგრამების ჩამონათვალი შეუძლიათ
იხილონ სპეციალური სისტემის დახმარებით - Türkiye Bursları Sisteme, ბმულზე:
https://tbbs.turkiyeburslari.gov.tr/. საგრანტო პროგრამებზე განაცხადები ივსება ონლაინ და არის
უფასო. კანდიდატებს განაცხადის გაკეთება მიმდინარე წლის 20 თებერვლამდე შეუძლიათ
შემდეგი ბმულის მეშვეობით: www.turkiyeburslari.gov.tr თურქულ, ინგლისურ და სხვა ენებზე.
 
 
 
 
 

26 დეკემბერი გენიალური ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის საღამო

26 დეკემბერს - თბილისის საკონცერტო დარბაზში - SPARKS წარმოგიდგენთ - გენიალური ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის საღამოს.

 ნიკოლოზ რაჭველი & ეროვნული სიმფონიური ორკესტრი

I განყოფილება:

კინოსა და თეატრისთვის შექმნილი მუსიკა

II განყოფილება:

სტიქსი ვიოლას, ორკესტრისა და შერეული გუნდისათვის

გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი ნინო წიკლაურის ხელმძღვანელობით

ანსამბლი მძლევარი კახა ონაშვილის ხელმძღვანელობით

ბილეთები შესაძენა შეგიძლიათ ონლაინ https://biletebi.ge

საინფორმაციო შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

 სსიპ ქ.გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.
 შეხვედრას უძღვებოდა კოლეჯის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ნათია ადუაშვილი,
ესწრებოდნენ კოლეჯის დირექცია,ადმინისტრაცია,
პროფესიული მასწავლებლები და სტუდენტები.
 შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და დამსწრე აუდიტორიამ მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღო საქმიანობისას გასათვალისწინებელი პრაქტიკული რჩევები.

6 დეკემბერი 20:00 საათი

თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზში აჩიკო ნიჟარაძის სოლო კონცერტი გაიმართება, სადაც სხვა შემსრულებლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ქ. გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი.