„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“

29 ივნისს გორის სულხან ცინცაძის სახ. სამუსიკო კოლეჯში გაიმართა „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ დასკვნითი კონცერტი.

"ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების" დამფუძნებელია პიანისტი თამარ ლიჩელი, პროექტის მხარდამჭერები - საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია და საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი.

სემინარიის მოსწავლეების ღია კონცერტი

ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა კოლეჯთან არსებული სამუსიკო სემინარიის მოსწავლეების ღია კონცერტი, სადაც I II ხარისხის დიპლომები გადაეცათ საქართველოს რეგიონების სახელოვნებო სასწავლებლების XIII კონკურსის გამარჯვებულებს.
I ხარისხის დიპლომი-ბარბარე ფანიაშვილი. პედაგოგი დარეჯან ნასუაშვილი.(ფორტეპიანო)
I ხარისხის დიპლომი-ელენე სულაშვილი პედაგოგი ელზა როსტევანიშვილი.(ფორტეპიანო)
II ხარისხის დიპლომი-გიორგი ნადირაძეს პედაგოგი ელზა როსტევანიშვილი.(ფორტეპიანო)

28 ივნისს 15:00 საათზე

ქ.გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის დიდ საკონცერტო დარბაზში, გაიმართება სამუსიკო კოლეჯთან არსებული, სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა ღია კონცერტი

26 ივნისს 15:00 საათზე

გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება სამუსიკო სემინარიის უმცროსკლასელთა ღია კოცერტი