12 სექტემბერს 13:00 საათზე

2024 წელს ჩარიცხული სტუდენტების საყურადღებოდ!
12 სექტემბერს 13:00 საათზე ქ.გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში გაიმართება საკონსულტაციო შეხვედრა.
გთხოვთ მობრძანდეთ!

2 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობს რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

სსიპ-ქ.გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი აცხადებს მიღებებს შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
პიანისტ - აკომპანიატორი, სწავლის ხანგრძლივობა-28 თვე:
მუსიკის რეპეტიტორი , სწავლის ხანგრძლივობა -20 თვე.
პროფესიული პროგრამების დასრულების შემდეგ კურსდამავრებულს ენიჭება -,,უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სამუსიკო ხელოვნებაში
Higher Vocational Qualification in Music Art ''
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება.ტესტირება (წიგნიერება),შემოქმედებითი ტური.
კოლეჯში პროფესიულ პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ჩარიცხული სტუდენტები ერთჯერადად თავისუფლდებიან სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან.
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები:
საჯარო ან/და კერძო სექტორი,როგორც მცირე ,ისე საშუალო და მსხვილი ორგანიზაციები;
კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები, სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებები (დაწყებითი საფეხური);
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები;
მუსიკალური და თეატრალური სტუდიები;
შემოქმედებითი კოლექტივები;
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა (მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შემდეგ);
 მუსიკალური,სახელოვნებო ან/და ფართო პროფილის ორგანიზაციები; ტელევიზია, კინოწარმოება, თეატრი, მუსიკალური სასწავლო სტუდია, თეატრალური სასწავლო სტუდია, ხმის ჩამწერი სტუდია, საპროდიუსერო ცენტრი;
 ასევე შეუძლია იყოს თვითდასაქმებული და ეწეოდეს კერძო პროფესიულ პრაქტიკას.
რეგისტრაცია მიმდინარეობს
2 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით.

ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის III საერთაშორისო კონკურსის საზეიმო გახსნა და კონცერტი

ქ.გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯითან არსებული გოგონათა გუნდის გამოსვლა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის III საერთაშორისო კონკურსის საზეიმო გახსნაზე.
შეასრულეს, კომპოზიტორ ოთარ თაქთაქიშვილის საჭიდაო და კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძის დაღამდება ტყეში ოდეს.
დირიჟორი ნინო წიკლაური

ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ქ.გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებული გოგონათა გუნდის გამოსვლა ამერიკის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ ამერიკა! 
Happy Independence Day, America!