30.05.2019 პროფესორისა და მთარგმნელის ინესა მერაბიშვილს შემოქმედებით საღამო

 

 

2019 წლის 30 მაისს გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრში გაიმართა

ბაირონის სკოლის დამფუძნებელის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორისა და მთარგმნელის ინესა მერაბიშვილს შემოქმედებით საღამო,

სადაც მონაწილეობა მიიღო სამუსიკო კოლეჯთან არსებულმა გოგონათა გუნდმა - ხელმძღვანელი ნინო წიკლაური. 

20.05.2019 ბატონ ალექსანდრე (სანდრო) კაჭარავას მემორიალური დაფის გახსნა

 

2019 წლის 20 მაისს ქ. გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის ფასადზე საზეიმოდ გაიხსნა

სამუსიკო სასწავლებლისა და ქალთა კამერული გუნდის ყოფილი დირექტორის, გორის საერთაშორისო საგუნდო ფესტივალის დამფუძნებლის,

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ღირსების ორდენის კავალერის, ქალაქ გორის საპატიო მოქალაქის,

ბატონ ალექსანდრე (სანდრო) კაჭარავას მემორიალური დაფა,

 

შემდეგ გაიმართა ბატონი სანდრო კაჭარავას ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი, სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდისა (ხელმძღვანელი ნინო წიკლაური) და

გორის ქალთა კამერული გუნდის (სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა) მონაწილეობით.

 

 

 

 

17.05.2019 ქართული რომანსების საღამო

2019 წლის 17 მაისს სამუსიკო კოლეჯის საკონცერტო დარბაზში გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით გაიმართა ქართული რომანსების საღამო.
 
მონაწილეობდნენ: აჩიკო ნიჟარაძე, ნათია პერანიძე
 
კონცერტმაისტერი - მარიკა ოსიტაშვილი
 
 

07.05.2019 თბილისის საგუნდო მუსიკის IX საერთაშორისო ფესტივალი

 

2019 წლის 7 მაისს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის  სახელწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა

თბილისის საგუნდო მუსიკის IX საერთაშორისო ფესტივალი, სადაც მონაწილეობა მიიღო სამუსიკო კოლეჯთან არსებულმა გოგონათა გუნდმა 

ხელმძღვანელი ნინო წიკლაური.