20.03.2019 კოლეჯის სტუდენტთა კონცერტი

2019 წლის 20 მარტს სამუსიკო კოლეჯის საკონცერტო დარბაზში გაიმართა კოლეჯის ვოკალური ანსამბლისა და გუნდის მომღერლის

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის

სტუდენტთა კონცერტი.

 

პროფესიული განათლება - აირჩიე პროფესია

გიორგი ხასიშვილი გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის მეხუთე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გუნდის ლოტბარის/რეგენტის კურსდამთავრებულია.
 
გიორგი კოლეჯში სწავლის დასრულების შემდეგ, მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა და ამჟამად კასპის სოფელ ქვემოჭალის კულტურის სახლის ლოტბარია. პარალელურად მუშაობს კასპის სახელოვნებო სკოლების გაერთიანებასთან დაქვემდებარებულ სახელოვნებო სკოლა-ექვსწლედში მოსწავლეთა გუნდის დირიჟორად და გორის სოფელ შავშვების ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრში მუსიკის მასწავლებლად.
 
მუშაობის ოთხი წლის მანძილზე მან თავის საგუნდო კოლექტივთან და ანსამბლთან ერთად მრავალ წარმატებას მიაღწია. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია პირველი ადგილი და ლაურეატის წოდება ბავშვთა და ახალგაზრდული კოლექტივების პირველ ეროვნულ კონკურსზე კატეგორიაში - ხალხური სიმღერა, მესამე ადგილი და ლაურეატის წოდება მეორე კონკურსზე და საუკეთესო პედაგოგის დიპლომი კასპის მუნიციპალიტეტის კონკურსზე.
 
 

07.02.2019 სემინარი კოლეჯის სტუდენტებისათვის „ტრეფიკინგთან და ნარკომანიასთან ბრძოლა“

2019 წლის 7 თებერვალს სამუსიკო კოლეჯის პროფორიენტაციისა და ხარისხის მართვის სამსახურის ინიციატივით
არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციის ასოციაცია “Bridge to the Future” (”ხიდი მომავლისაკენ”)-ს წარმომადგენლის მიერ
კოლეჯის სტუდენტთათვის გაიმართა სემინარი თემებზე:
 
„ტრეფიკინგთან და ნარკომანიასთან ბრძოლა“.
 
სემინარი მიმდინარეობდა დიალოგის სახით, რაც დაეხმარა სტუდენტებს წარმოდგენილი თემების სწორად გაანალიზებაში, მოეწყო ვიდეო რგოლების ჩვენებაც, ხოლო სემინარის დასასრულს სტუდენტებს მიეცათ საშუალება დაესვათ კითხვები და დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია სემინარის დროს წამოჭრილი საკითხების გარშემო.
 

19.02.2019 მოსმენა ვოკალური მონაცემების მქონე ახალგაზრდებისათვის

ყურადღება!
 
2019 წლის 21 თებერვალს 15 საათზე გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივ კოლეჯში ჩატარდება
მოსმენა ვოკალური მონაცემების მქონე ახალგაზრდებისათვის.
 
მათ უფასო კონსულტაციას გაუწევს კოლეჯის პედაგოგი, პროფესორი ანზორ შომახია.