20.05.2019 ბატონ ალექსანდრე (სანდრო) კაჭარავას მემორიალური დაფის გახსნა

 

2019 წლის 20 მაისს ქ. გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის ფასადზე საზეიმოდ გაიხსნა

სამუსიკო სასწავლებლისა და ქალთა კამერული გუნდის ყოფილი დირექტორის, გორის საერთაშორისო საგუნდო ფესტივალის დამფუძნებლის,

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ღირსების ორდენის კავალერის, ქალაქ გორის საპატიო მოქალაქის,

ბატონ ალექსანდრე (სანდრო) კაჭარავას მემორიალური დაფა,

 

შემდეგ გაიმართა ბატონი სანდრო კაჭარავას ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი, სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდისა (ხელმძღვანელი ნინო წიკლაური) და

გორის ქალთა კამერული გუნდის (სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა) მონაწილეობით.