14.07.2020 კოლეჯის ღია კარის დღე Facebook Live –ის საშუალებით

ყველას, ვისაც სურს პროფესიული სამუსიკო განათლების მიღება, გელით , 21 ივლისს, 14 საათზე,
სსიპ-ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის ღია კარის დღეზე,
2020 წლის საშემოდგომო მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც შედგება
 
Facebook Live –ის საშუალებით.
 
მოგაწვდით ინფორმაციას პროფესიულ პროგრამებზე ონლაინ რეგისტრაციის, კოლეჯის ახალი მოდულური პროფესიული პროგრამებისა და ჩარიცხვის წესში ცვლილებების შესახებ, გიპასუხებთ თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე.
 
კითხვები ასევე შეგიძლიათ წინასწარ გამოაგზავნოთ ჩვენს ფეისბუქ მესენჯერში ან ელექტრონულ ფოსტაზე:
 
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
 
აქვე შეგახსენებთ, რომ კოლეჯის პროგრამებზე დარეგისტრირება შეგიძლიათ 20 მაისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით კოლეჯების დისტანციური მხარდაჭერით ან/და ონლაინ  www.vet.emis.ge

გისურვებთ წარმატებებს!
 
06.07.2020 სასწავლო პროცესის განახლება კოლეჯში

2020 წლია 6 ივლისს კოლეჯში განახლდა სასწავლო პროცესი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს

რეგულაციების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.

კოლეჯის სტუდენტთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ კოლეჯში განახლდება სასწავლო პროცესი. სტუდენტებს გთხოვთ, გამოცხადდეთ კოლეჯში
 
6 ივლისს, 11 საათზე.
 
შეგახსენებთ, რომ სავალდებულოა პირბადის ტარება.
 
28.06.2020 კოლეჯის ონლაინ ღია კარის დღე

ყველას, ვისაც სურს პროფესიული სამუსიკო განათლების მიღება, გელით ხუთშაბათს, 2 ივლისს, 14 საათზე,
სსიპ-ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის ღია კარის დღეზე,
2020 წლის საშემოდგომო მიღებასთან დაკავშირებით.
მოგაწვდით ინფორმაციას კოლეჯის ახალი მოდულური პროფესიული პროგრამებისა და ჩარიცხვის წესში ცვლილებების შესახებ, გიპასუხებთ თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე.
 
ღია კარის დღე შედგება “ZOOM” პლატფორმის საშუალებით:
 
Meeting ID: 754 3192 9497
Password: 9F4Pu7