16.10.2019 მუსიკალურ-გასართობი სატელევიზიო კონკურსი „საქართველოს ვარსკლვლავი“.

 

2019 წლის 16 ოქტომბრიდან სამუსიკო კოლეჯთან არსებული გოგონათა გუნდის წევრი

თამარ კაკალაშვილი მონაწილეობას ღებულობს მუსიკალურ-გასართობ სატელევიზიო კონკურსში

„საქართველოს ვარსკლვლავი“.

 

19.10.2019 კოლეჯის პედაგოგის დიანა როსტომაშვილის შემოქმედებითი საღამო

2019 წლის 19 ოქტომბერს გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში გაიმართა
სსიპ - ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის პედაგოგის დიანა როსტომაშვილის შემოქმედებითი საღამო, რომელიც მიეძღვნა ქალბატონი დიანას 70 წლისთავს.
 
კონცერტში მონაწილეობდენ:
 
სამუსიკო კოლეჯის პედაგოგები: ლალი ჯავახიშვილი, ლელა ანთია, თამაზ აბრამიძე.
კოლეჯის კურსდამთავრებულები: გიორგი მოციქულაშვილი, ვანო მურადელი, დავით და იოსებ დარბაიძეები, კოლეჯის სტუდენტი ნათია ზაზაძე და კოლეჯთან არსებული სამუსიკო სემინარიის გოგონათა გუნდი ნინო წიკლაურის ხელმძღვანელობით.
 
საღამოს უძღვებოდა გორის საპატიო მოქალაქე, ბატონი რობერტ მაღლაკელიძე.
 

15.10.2019 ახალ მოდულურ პროგრამებზე რეგისტრანტთა საყურადღებოდ!

 
 
გაცნობებთ, რომ ქ.გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში ახალ მოდულურ პროგრამებზე რეგისტრანტებისათვის შემოქმედებითი ტურები ჩატარდება
 
ხვალ 16 ოქტომბერს 12 საათზე!
 
 
 

24.09.2019 ცხადდება მიღება ახალ მოდულურ პროფესიულ პროგრამებზე

სსიპ - ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი აცხადებს მიღებას ახალ მოდულურ პროფესიულ პროგრამებზე:
 
პიანისტ-აკომპანიატორი, V საფეხური
მუსიკის რეპეტიტორი, V საფეხური
 
ორივე პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა სრული ზოგადი განათლება და შემოქმედებითი ტურების გავლა.
რეგისტრაცია საშემოდგომო მიღებაზე იწარმოებს 2-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით.
შემოქმედებითი ტური ჩატარდება 16 ოქტომბერს,
 
პრეტესტი - 26 ოქტომბერს
ტესტირება - 27 ოქტომბერს.
 
დაწვრილებითი ცნობებისათვის მიმართეთ კოლეჯის ადმინისტრაციას.
ტელ: 0 (370) 27 35 11
მობ. 577 55 72 71;
595 50 73 09
 
კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები საგანმანათლებლო პროგრამა პიანისტ-აკომპანიატორი:
 
პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს სხვადასხვა საშემსრულებლო ჯგუფებში, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში (დაწყებითი საფეხური), სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, მუსიკალურ და თეატრალურ სტუდიებში, შემოქმედებით კოლექტივებში. შესაძლებელია იყოს თვითდასაქმებულიც და ეწეოდეს კერძო პროფესიულ პრაქტიკას.
კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები
 
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მუსიკის რეპეტიტორი:
 
პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს საჯარო და კერძო სექტორში, როგორც მცირე, ისე საშუალო და მსხვილ ორგანიზაციებში. მათ შორის: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სკოლის გარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება, მუსიკალური, სახელოვნებო ან/და ფართო პროფილის ორგანიზაცია, ტელევიზია, კინოწარმოება, თეატრი, მუსიკალური სასწავლო სტუდია, თეატრალური სასწავლო სტუდია, ხმის ჩამწერი სტუდია, საპროდიუსერო ცენტრი, ასევე შეუძლია თვითდასაქმება.