შეხვედრა პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით

პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით, 2023 წლის მიღებებთან დაკავშირებით გასვლითი შეხვედრა გაიმართა ქ.გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ს.ცინცაძის სახელობის კოლეჯის ადმინისტრაციასთან ერთად იმყოფებოდნენ მოდულური პროგრამების ხელმძღვანელები. შეხვედრას ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი ფაკულტეტის სტუდენტები. სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია კოლეჯში განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, მისანიჭებელი კვალიფიკაციის, დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს https://vet.emis.ge/#/ 22 მაისიდან 10 სექტემბრამდე.