კოლეჯის სტუდენტთა და თანამშრომელთა საყურადღებოდ!

 
"ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების გახორციელების
 
შესახებ" საქართველოს მთავრობის 2020 წლის 02 მარტის #434 განკარგულების 1-ლი მუხლის "ა" პუნქტის
 
საფუძველზე კოლეჯის დირექტორის 2020 წლის 4 მარტის #1/11 ბრძანებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი
 
2020  წლის 16 მარტამდე.
 
 

14.02.2020 „წლის საუკეთესო დირექტორის“ დაჯილდოების ცერემონია

2020 წლის 14 თებერვალს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინციატივითა და ორგანიზებით,

პირველად საქართველოში „წლის საუკეთესო დირექტორის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

დაჯილდოების ცერემონიას მუსიკალურად აფორმებდა სამუსიკო კოლეჯთან არსებული გოგონათა გუნდი - ხელმძღვანელი ნინო წიკლაური.

 

06.01.2020 საქართველოს პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმი და საშობაო კონცერტი

2020 წლის 6 იანვარს გორის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმი და საშობაო კონცერტი,

სადაც მონაწილეობა მიიღო სამუსიკო კოლეჯთან არსებულმა გოგონათა გუნდმა- ხელმძღვანელი ნინო წიკლაური.

 

20.11.2019 კოლეჯის მასწავლებლის შორენა მჭედლიშვილის კლასის კონცერტი

2019 წლის 20 ნოემბერს სამუსიკო კოლეჯის საკონცერტო დარბაზში გაიმართა კოლეჯის მასწავლებლის,

ქალბატონი შორენა მჭედლიშვილის კლასის

კონცერტი.