კოლეჯის სტუდენტთა საყურადღებოდ!

 
გაცნობებთ, რომ კოლეჯში განახლდება სასწავლო პროცესი. სტუდენტებს გთხოვთ, გამოცხადდეთ კოლეჯში
 
6 ივლისს, 11 საათზე.
 
შეგახსენებთ, რომ სავალდებულოა პირბადის ტარება.
 
 
 

28.06.2020 კოლეჯის ონლაინ ღია კარის დღე

ყველას, ვისაც სურს პროფესიული სამუსიკო განათლების მიღება, გელით ხუთშაბათს, 2 ივლისს, 14 საათზე,
სსიპ-ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის ღია კარის დღეზე,
2020 წლის საშემოდგომო მიღებასთან დაკავშირებით.
მოგაწვდით ინფორმაციას კოლეჯის ახალი მოდულური პროფესიული პროგრამებისა და ჩარიცხვის წესში ცვლილებების შესახებ, გიპასუხებთ თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე.
 
ღია კარის დღე შედგება “ZOOM” პლატფორმის საშუალებით:
 
Meeting ID: 754 3192 9497
Password: 9F4Pu7
 
კითხვები ასევე შეგიძლიათ წინასწარ გამოაგზავნოთ ჩვენს ფეისბუქ მესენჯერში ან ელექტრონულ ფოსტაზე:
 
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
 
აქვე შეგახსენებთ, რომ კოლეჯის პროგრამებზე დარეგისტრირება შეგიძლიათ 20 მაისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით კოლეჯების დისტანციური მხარდაჭერით ან/და ონლაინ  www.vet.emis.ge
 
გისურვებთ წარმატებებს!
 
 

22.06.2020 ცხადდება მიღება კოლეჯის მოდულურ პროფესიულ პროგრამებზე!

მხოლოდ ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი გთავაზობთ სწავლას სამუსიკო ხელოვნების 2 ახალ, მოდულურ პროფესიულ პროგრამაზე:
 
1. პიანისტ - აკომპანიატორი, სწავლების ხანგრძლივობა 28 თვე
2. მუსიკის რეპეტიტორი, სწავლების ხანგრძლივობა 20 თვე
 
მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სამუსიკო ხელოვნებაში / Higher Vocational Qualification in Music Art
 
ჩვენთან სწავლა უფასოა!
 
წელს პირველად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ხანგრძლივობა გაიზარდა და სასურველ პროგრამაზე დარეგისტრირება შესაძლებელია 20 მაისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით კოლეჯების დისტანციური მხარდაჭერით ან/და ონლაინ  www.vet.emis.g
 
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება და შემოქმედებითი ტური.
 
სიახლე: სამუსიკო ხელოვნების პროგრამებზე სწავლის მსურველ აპლიკანტებს, შემოქმედებითი ტურის წარმატებით გავლის შემდეგ, აღარ მოეთხოვებათ პროფესიული ტესტირების გავლა.
 
თუ თქვენ გსურთ ჩვენს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყება და გაინტერესებთ კოლეჯის დათვალიერება, გთხოვთ, დატოვოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებათ პასუხისმგებელი პირი
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ კოლეჯის ადმინისტრაციას:
ვებ გვერდი gorimuscollege.edu.ge
ელ.ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
ტელ: 0 (370) 27-35-11
577 55 72 71; 595 507 309
მისამართი: გორი სამეფოს ქ. #17
გისურვებთ წარმატებებს!
 

06.03.2020 დეზინფექცია კოლეჯში

2020 წლის 6 მარტს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით კოლეჯს ჩაუტარდა

სრული დეზინფექცია.