18.08.2020 კონსულტაცია პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისათვის

2020 წლის 18 აგვისტოს სამუსიკო კოლეჯის სააკონცერტო დარბაზში ჩატარდა
კონსულტაცია პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისათვის
შემოქმედებითი ტურთან დაკავშირებით.
 

17.08.2020 საშემოდგომო მიღების შემოქმედებითი ტურების განრიგი

2020 წლის საშემოდგომო მიღების შემოქმედებითი ტურების განრიგი
 
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მუსიკის რეპეტიტორი-0215.3.1
 
20 აგვისტო - 10:30 საათი აუდიტორია N16
 
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა
 
პიანისტ-აკომპანიატორი-0215.3.1
 
21 აგვისტო - 11:00 საათი საკონცერტო დარბაზი, აუდიტორია N16
 

14.07.2020 კოლეჯის ღია კარის დღე Facebook Live –ის საშუალებით

ყველას, ვისაც სურს პროფესიული სამუსიკო განათლების მიღება, გელით , 21 ივლისს, 14 საათზე,
სსიპ-ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის ღია კარის დღეზე,
2020 წლის საშემოდგომო მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც შედგება
 
Facebook Live –ის საშუალებით.
 
მოგაწვდით ინფორმაციას პროფესიულ პროგრამებზე ონლაინ რეგისტრაციის, კოლეჯის ახალი მოდულური პროფესიული პროგრამებისა და ჩარიცხვის წესში ცვლილებების შესახებ, გიპასუხებთ თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე.
 
კითხვები ასევე შეგიძლიათ წინასწარ გამოაგზავნოთ ჩვენს ფეისბუქ მესენჯერში ან ელექტრონულ ფოსტაზე:
 
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
 
აქვე შეგახსენებთ, რომ კოლეჯის პროგრამებზე დარეგისტრირება შეგიძლიათ 20 მაისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით კოლეჯების დისტანციური მხარდაჭერით ან/და ონლაინ  www.vet.emis.ge

გისურვებთ წარმატებებს!
 

06.07.2020 სასწავლო პროცესის განახლება კოლეჯში

2020 წლია 6 ივლისს კოლეჯში განახლდა სასწავლო პროცესი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს

რეგულაციების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.