15.01.2021 კოლეჯის სტუდენტთა საყურადღებოდ!

 
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 18 იანვრიდან განახლდება სასწავლო პროცესი,
 
რომელიც გაგრძელდება ონლაინ რეჟიმში.
 
გისურვებთ წარმატებებს!
 
 

07-10.12.2020 პროფესიული განათლების კვირეული (Skills Week Georgia)

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში Skills4Jobs პროგრამის მხარდაჭერით, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების: GIZ, UNDP/ SDC, WB/GGF, ADB, ETF,  საგანმანათლებლო დაწესებულებების, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობით, იმართება პროფესიული განათლების კვირეული (Skills Week Georgia).   

კვირეულის ფარგლებში, გაიმართა ოთხდღიანი ონლაინ კონფერენცია, რომელზეც განხილული იქნა პროფესიული განათლების გამოწვევები Covid-19-ის ფონზე, განათლებისა და დასაქმების კუთხით არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო ტენდენციები, პანდემიის პირობებში სამუშაო ძალის განვითარებისა და სწავლა-სწავლების პროცესის სირთულეები, გადაჭრის გზები და სამომავლო პერსპექტივები. ღონისძიებაზე, ასევე წარმოდგენილი იყო ევროკავშირის Skills4Jobs პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ახალი პროექტები.  

  • 7 დეკემბერი ახალი გამოწვევები და გადაჭრის გზები Covid-19-ის ფონზე 
  • 8 დეკემბერი  - კერძო სექტორის როლი უნარების განვითარების პროცესში Covid- 19-ის ფონზე 
  • 9 დეკემბერი  - ევროკავშირის განათლებისა და დასაქმების პროგრამა - ახალი შესაძლებლობები 
  • 10 დეკემბერი - ინოვაციური სწავლება, მასწავლებლის ახალი როლი Covid-19 ფონზე 

კონფერენცია მიმდინარეობდა ZOOM ონლაინ პლატფორმის გამოყენებით.

 

25-26.11.2020 ონლაინ კონფერენცია „სამუსიკო დისციპლინების სწავლების მეთოდიკა“ (Conference TSC)

2020 წლის ნ25 და 26 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ორგანიზებით 

კოლეჯის  პროფესიული მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის ჩატარდა მეთოდური კონფერენცია თემაზე

სამუსიკო დისციპლინების სწავლების მეთოდიკა“,

რომლის თემატიკაც ძალიან აქტუალური გახდა თანამედროვე სამუსიკო საგანამანთლებლო სივრცეში არსებული გაწვევების კონტექსტში.

 კონფერენცია მიმდინარეობდა ZOOM ონლაინ პლატფორმის გამოყენებით.

 

02.10.2020 სწავლის დაწყება საშემოდგომო მიღებაზე ჩარიცხულ სტუდენტებისათვის

გაცნობებთ, რომ 2020 წლის საშემოდგომო მიღებაზე ჩარიცხულ სტუდენტებისათვის
 
სასწავლო პროცესი დაიწყება 5 ოქტომბერს.
 
გისურვებთ წარმატებებს!