2023

კოლეჯის მისია

მისია

სსიპ-ქ.გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო  კოლეჯის, საქართველოში ერთადერთი მონოპროფილური, სამუსიკო მიმართულების კოლეჯის, მისიაა პროფესიული სტუდენტების/მსმენელების თანამედროვე სტანდარტებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციებით აღჭურვა, მაღალკვალიფიციური პროფესიონალი კადრების მომზადება და მათი პროფესიული და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.

 

   ხედვა

2026 წლისათვის სსიპ-ქ.გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო  კოლეჯი, არის სამუსიკო მიმართულების წამყვანი პროფესიული სასწავლო დაწესებულება, რომელსაც გააჩნია მაღალი ნდობა და აღიარება და რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროფესიული კადრებით  უზრუნველყოფს სამუსიკო სფეროში არსებული საკადრო დეფიციტის აღმოფხვრას.

 ღირებულებები

სწავლის პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება;

გუნდური მუშაობა,

მიუკერძოებლობა,

გამჭვირვალობა,

პროფესიონალიზმი.

 

დასახული მიზნების მისაღწევად კოლეჯი ეტაპობრივად უზრუნველყოფს:

 

ა) სამუსიკო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას;

ბ) მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას;

გ)შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების მომზადებას, მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლას, რაც  პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების შეთავაზებით განხორციელდება;

დ) სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამების განხორციელებას;

ე) ტრენინგკურსებისა და პროგრამების განხორციელებას არაფორმალური განათლების ფარგლებში;

ვ) სკოლისგარეშე სახელოვნებო (სამუსიკო) საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას (ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გარეშე), რომლებსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა;

ზ)თანამშრომლობას სამუსიკო მიმართულების უმაღლეს სასწავლებლებთან,  სამუსიკო კავშირებთან, გაერთიანებებთან სემოქმედებით კოლექტივებთან.

თ)პედაგოგებისა და პერსონალის მუდმივ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას. 

ი) პროფესიულ სტუდენტთა, მსმენელთა, პროფესიული განათლების მასწავლებელთა შემოქმედებით და საკონცერტო საქმიანობას.