საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში Skills4Jobs პროგრამის მხარდაჭერით, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების: GIZ, UNDP/ SDC, WB/GGF, ADB, ETF, საგანმანათლებლო დაწესებულებების, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობით, იმართება პროფესიული განათლების კვირეული (Skills Week Georgia).
კვირეულის ფარგლებში, გაიმართა ოთხდღიანი ონლაინ კონფერენცია, რომელზეც განხილული იქნა პროფესიული განათლების გამოწვევები Covid-19-ის ფონზე, განათლებისა და დასაქმების კუთხით არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო ტენდენციები, პანდემიის პირობებში სამუშაო ძალის განვითარებისა და სწავლა-სწავლების პროცესის სირთულეები, გადაჭრის გზები და სამომავლო პერსპექტივები. ღონისძიებაზე, ასევე წარმოდგენილი იყო ევროკავშირის Skills4Jobs პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ახალი პროექტები.
- 7 დეკემბერი ახალი გამოწვევები და გადაჭრის გზები Covid-19-ის ფონზე
- 8 დეკემბერი - კერძო სექტორის როლი უნარების განვითარების პროცესში Covid- 19-ის ფონზე
- 9 დეკემბერი - ევროკავშირის განათლებისა და დასაქმების პროგრამა - ახალი შესაძლებლობები
- 10 დეკემბერი - ინოვაციური სწავლება, მასწავლებლის ახალი როლი Covid-19 ფონზე
კონფერენცია მიმდინარეობდა ZOOM ონლაინ პლატფორმის გამოყენებით.