22.06.2020 ცხადდება მიღება კოლეჯის მოდულურ პროფესიულ პროგრამებზე!

მხოლოდ ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი გთავაზობთ სწავლას სამუსიკო ხელოვნების 2 ახალ, მოდულურ პროფესიულ პროგრამაზე:
 
1. პიანისტ - აკომპანიატორი, სწავლების ხანგრძლივობა 28 თვე
2. მუსიკის რეპეტიტორი, სწავლების ხანგრძლივობა 20 თვე
 
მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სამუსიკო ხელოვნებაში / Higher Vocational Qualification in Music Art
 
ჩვენთან სწავლა უფასოა!
 
წელს პირველად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ხანგრძლივობა გაიზარდა და სასურველ პროგრამაზე დარეგისტრირება შესაძლებელია 20 მაისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით კოლეჯების დისტანციური მხარდაჭერით ან/და ონლაინ  www.vet.emis.g
 
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება და შემოქმედებითი ტური.
 
სიახლე: სამუსიკო ხელოვნების პროგრამებზე სწავლის მსურველ აპლიკანტებს, შემოქმედებითი ტურის წარმატებით გავლის შემდეგ, აღარ მოეთხოვებათ პროფესიული ტესტირების გავლა.
 
თუ თქვენ გსურთ ჩვენს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყება და გაინტერესებთ კოლეჯის დათვალიერება, გთხოვთ, დატოვოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებათ პასუხისმგებელი პირი
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ კოლეჯის ადმინისტრაციას:
ვებ გვერდი gorimuscollege.edu.ge
ელ.ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
ტელ: 0 (370) 27-35-11
577 55 72 71; 595 507 309
მისამართი: გორი სამეფოს ქ. #17
გისურვებთ წარმატებებს!