ნიკოლოზ რაჭველი და გორის გოგონათა გუნდი

18 დეკემბერს გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სრული ანშლაგით გაიმართა  საქველმოქმედო კონცერტი, სადაც მაყურებლის წინაშე წარდგნე ევგენი მიქელაძის სეხელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი,დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი,ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის  გოგონათა გუნდი, ქორმაისტერი ნინო წიკლაური,სოლისტები:ლიზა ბაგრატიონი,ლიზა რამიშვილი გიორგი ცაგარელი, ბექა გოჩიაშვილი.