დღეს, ქ. გორში, სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯს სტუმრობდნენ
გორის მუნიციპალიტეტის ქახვრელის ბაგა-ბაღის აღსაზრდელები.
პატარებს მასპინძლობდა მუსიკის პედაგოგი, კოლეჯის პროფესიული სტუდენტი — ნონა გაბინაშვილი, რომელიც დღეს უკვე თავად ზრდის მომავალ პატარა მუსიკოსებს.
ვიზიტის ფარგლებში ბავშვები გაეცნენ კოლეჯის პროფესიულ საგანმანათლებლო გარემოს:
დაათვალიერეს სასწავლო აუდიტორიები და სარეპეტიციო სივრცეები
გაეცნენ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტს და მათი გამოყენების შესაძლებლობებს
დაესწრნენ უმცროსკლასელთა გუნდის სასწავლო რეპეტიციას
განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სცენურმა გარემომ — პატარებმა სცენაზე პირველი ნაბიჯები გადადგეს და პედაგოგთან ერთად სიმღერაც შეასრულეს.
აღნიშნული ვიზიტი მათთვის არა მხოლოდ შემეცნებითი, არამედ პროფესიული მუსიკალური განათლების გაცნობის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო.
სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი მომავალ მუსიკოსებს პროფესიულ გარემოში ზრდის და უყალიბებს იმ უნარებს, რომლებიც მათ შემოქმედებით და კარიერულ განვითარებაში დაეხმარება.










