ნანატრი როიალი "Yamaha" უკვე ჩვენს საკონცერტო დარბაზშია

 
სსიპ - ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი მონაწილეობდა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამართულ კონკურსში
 
,,სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტის განახლება".
 
შორეული ,,მოგზაურობის" შემდეგ ნანატრი როიალი "Yamaha" უკვე ჩვენს საკონცერტო დარბაზშია.
 
 
 
 

კოლეჯის სტუდენტთა და კოლეჯთან არსებული სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა კონცერტი

2021 წლის 29 ივნისს სამუსიკო კოლეჯის საკონცერტო დარბაზში გაიმართა

კოლეჯის პროფესიულ სტუდენტთა და კოლეჯთან არსებული სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა

კონცერტი.

 

კონცერტი მიმდინარეობდა COVID-19 გათვალისწინებული ყველა რეგულაციების დაცვით.

 

14.02.2020 „წლის საუკეთესო დირექტორის“ დაჯილდოების ცერემონია

2020 წლის 14 თებერვალს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინციატივითა და ორგანიზებით,

პირველად საქართველოში „წლის საუკეთესო დირექტორის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

დაჯილდოების ცერემონიას მუსიკალურად აფორმებდა სამუსიკო კოლეჯთან არსებული გოგონათა გუნდი - ხელმძღვანელი ნინო წიკლაური.

 

06.01.2020 საქართველოს პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმი და საშობაო კონცერტი

2020 წლის 6 იანვარს გორის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმი და საშობაო კონცერტი,

სადაც მონაწილეობა მიიღო სამუსიკო კოლეჯთან არსებულმა გოგონათა გუნდმა- ხელმძღვანელი ნინო წიკლაური.