სემინარიის უმცროსკლასელთა საანგარიშო კონცერტი

2023 წლის 26 ივნის გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა კოლეჯთან არსებული სამუსიკო სემინარიის უმცროსკლასელთა საანგარიშო კონცერტი, სადაც საზეიმო ვითარებაში დიპლომები გადაეცათ სემინარიის მოსწავლეებს, რომლებმაც სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს 2023 წლის 27 მაისს გამართულ ,,საქართველოს რეგიონების სახელოვნებო სასწავლებლების XII კონკურსზე’’.
ლაურეატის წოდება და I ხარისხის დიპლომი - ელენე სულაშვილი, პედაგოგი ელზა როსტევანიშვილი
ლაურეატის წოდება და I ხარისხის დიპლომი - თამარ მახარაშვილი პედაგოგი დალი ნასუაშვილი
ლაურეატის წოდება და II ხარისხის დიპლომი - ბარბარე ფანიაშვილი პედაგოგი დალი ნასუაშვილი.
მადლობას ვუხდით მოსწავლეებს და მათ მასწავლებლებს, ნაყოფიერი და დაუღალავი შრომისთვის.