სემინარიის უმცროსკლასელთა საანგარიშო კონცერტი

2023 წლის 26 ივნის გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა კოლეჯთან არსებული სამუსიკო სემინარიის უმცროსკლასელთა საანგარიშო კონცერტი, სადაც საზეიმო ვითარებაში დიპლომები გადაეცათ სემინარიის მოსწავლეებს, რომლებმაც სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს 2023 წლის 27 მაისს გამართულ ,,საქართველოს რეგიონების სახელოვნებო სასწავლებლების XII კონკურსზე’’.
ლაურეატის წოდება და I ხარისხის დიპლომი - ელენე სულაშვილი, პედაგოგი ელზა როსტევანიშვილი
ლაურეატის წოდება და I ხარისხის დიპლომი - თამარ მახარაშვილი პედაგოგი დალი ნასუაშვილი
ლაურეატის წოდება და II ხარისხის დიპლომი - ბარბარე ფანიაშვილი პედაგოგი დალი ნასუაშვილი.
მადლობას ვუხდით მოსწავლეებს და მათ მასწავლებლებს, ნაყოფიერი და დაუღალავი შრომისთვის.
 
 
 
 
 

კამერული მუსიკის კონცერტი!

სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართული კამერული მუსიკის კონცერტი და კმაყოფილი მსმენელი.

შეხვედრა პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით

პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით, 2023 წლის მიღებებთან დაკავშირებით გასვლითი შეხვედრა გაიმართა ქ.გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ს.ცინცაძის სახელობის კოლეჯის ადმინისტრაციასთან ერთად იმყოფებოდნენ მოდულური პროგრამების ხელმძღვანელები. შეხვედრას ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი ფაკულტეტის სტუდენტები. სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია კოლეჯში განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, მისანიჭებელი კვალიფიკაციის, დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს https://vet.emis.ge/#/ 22 მაისიდან 10 სექტემბრამდე.
 

23 ივნისი 16:00 საათი