2022 წლის 9 ივლისი

2022 წლის 15 ივნისი - 9 ივლისი გაიმართა საქართველოს რეგიონების სახელოვნებო სასწავლებლების  XI კონკურსი. 

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებული სემინარიის მოსწავლეებმა.

9 ივლისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა 

გალა კონცერტი   და უმაღლესი ხარისხის დიპლომების გადაცემა .

 

უმაღლესი ხარისხის დიპლომი გადაეცა ფორტეპიანოს სპეციალობის II კლასის მოსწავლეს, 

სესილი თოთლაძეს ,   პედაგოგი- თინათინ ბერუაშვილი.

 I  ხარისხის დიპლომი მიენიჭა ფორტეპიანოს სპეციალობის

IV კლასის მოსწავლეს,   თეკლა გოგიაშვილს,  პედაგოგი - დალი ნასუაშვილი.

III ხარისხის დიპლომი გადაეცა საორკესტრო სპეციალობის IV კლასის მოსწავლეს,

ნინი გორგოძეს,  პედაგოგები: შორენა მჭედლიშვილი,  კონცერტმეისტერი - სოფო მირუაშვილი.

 

 

2022 წლის 30 ივნისი

2022 წლის 30 ივნისს გაიმართა ქ.გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის სტუდენტების და კოლეჯთან არსებული სემინარიის მოსწავლეების საანგარიშო კონცერტი.

2022 წლის 25 ივნისი

2022 წლის 25 ივნისს ჩატარდა კოლეჯთან არსებული სამუსიკო სემინარიის უმცროსკლასელთა კონცერტი.კონცერტში მონაწილეობდნენ I-III კლასის მოსწავლეები და უმცროსკლასელთა გუნდი

 

საინფორმაციო შეხვედრები

ქ.გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის სასწავლო პრაქტიკის, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი, მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებთან ერთად კოლეჯის პოპულარიზაციის მიზნით, განაგრძობენ შეხვედრებს გორისა და გორის რაიონის საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან.
17-18 მაისს შეხვედრა გაიმართა გორის რაიონის ხიდისთავის და სკრის საჯარო სკოლებში.