პირველი ნაბიჯები სცენაზე — სემინარიის უმცროსკლასელთა ღია კონცერტი

 პირველი ნაბიჯები სცენაზე — სემინარიის უმცროსკლასელთა ღია კონცერტი
სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში გაიმართა კოლეჯთან არსებული სემინარიის უმცროსკლასელთა ღია კონცერტი.
კონცერტზე პატარა მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოები და ეტიუდი, წარმოაჩინეს საკუთარი ნიჭი, შრომა და მუსიკალური შესაძლებლობები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო გორის სემინარიის ბავშვთა გუნდმაც, რომელმაც მსმენელს მრავალხმიანი სიმღერები შესთავაზა.
კონცერტმა წარმატებით ჩაიარა და განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ახალგაზრდა შემსრულებლებისთვის, რადგან ბევრი მათგანისთვის ეს სცენაზე გამოსვლის პირველი გამოცდილება იყო. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მოსწავლეთა შემოქმედებითი პოტენციალი და მუსიკალური განვითარების შედეგები.
კონცერტის დასასრულს საზეიმო ვითარებაში სემინარიის სხვადასხვა მონაწილეს გადაეცა რეგიონულ კონკურსებსა და ფესტივალებზე მოპოვებული სიგელები და დიპლომები, რაც მათი წარმატებისა და შრომის მნიშვნელოვანი აღიარებაა.
ვულოცავთ ახალგაზრდა მუსიკოსებს მიღწეულ წარმატებებს და ვუსურვებთ მომავალშიც მრავალ შემოქმედებით გამარჯვებას. 
მადლობას ვუხდით მშობლებს ჩვენდამი გამოცხადებული ნდობისთვის, ხოლო ჩვენს პედაგოგებს — სიყვარულით, პასუხისმგებლობითა და დაუღალავი შრომით გაწეული საქმიანობისთვის. სწორედ მათი ერთობლივი ძალისხმევა ქმნის გარემოს, სადაც ბავშვები წარმატებით დგამენ პირველ ნაბიჯებს მუსიკის სამყაროში.