წარმატება საქართველოს რეგიონების სახელოვნებო სასწავლებლების XV რეგიონულ კონკურსზე

 წარმატება საქართველოს რეგიონების სახელოვნებო სასწავლებლების XV რეგიონულ კონკურსზე
2026 წლის 14 ივნისს ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა საქართველოს რეგიონების სახელოვნებო სასწავლებლების XV რეგიონული კონკურსის გალა კონცერტი და გამარჯვებულთა დაჯილდოვება.
კონკურსი ჩატარდა სქართველოს მუსიკალური საზოგადოების მიერ, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.
კონკურსზე დიდი წარმატება მოიპოვეს გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებული სამუსიკო სემინარიის მოსწავლეებმა:
უმაღლესი ხარისხის დიპლომი და ფულადი ჯილდო გადაეცა VIII კლასის მოსწავლე საბა გულიაშვილს (პედაგოგი ელზა როსტევანიშვილი), რომელმაც გალა კონცერტზე შეასრულა რახმანინოვის პრელუდია სოლ მინორი
 ნატალია ბეგლარიშვილი – III კლასი, პედაგოგი დალი ნასუაშვილი- I ხარისხის დიპლომი.;
 ბარბარე ფანიაშვილი – IV კლასი, პედაგოგი დალი ნასუაშვილი- I ხარისხის დიპლომი.
 ელენე სულაშვილი – IV კლასი, პედაგოგი ელზა როსტევანიშვილი- I ხარისხის დიპლომი.;
 გიორგი ნადირაძე – IV კლასი, პედაგოგი ელზა როსტევანიშვილი- I ხარისხის დიპლომი.;
 საბა გულიაშვილი – VIII კლასი, პედაგოგი ელზა როსტევანიშვილი- I ხარისხის დიპლომი;
 მარიამ ზანიერი-VIII კლასი, პედაგოგი ფატმა სადაღაშვილი, კონცერტმაისტერი მთვარისა ბერძნიშვილი- I ხარისხის დიპლომი.
გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი მიღწეული წარმატებისათვის ასევე დაჯილდოვდა დიპლომით.
ვულოცავთ კოლეჯს, მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ შემოქმედებით წინსვლას, ახალ გამარჯვებებსა და პროფესიულ მიღწევებს!