02.07.2020  ონლაინ ღია კარის დღე “ZOOM” პლატფორმის გამოყენებით

 

ყველას, ვინც  სამუსიკო ხელოვნებით არის დაინტერესებული გელით  ხუთშაბათს 2 ივლისს, 14 საათზე, სსიპ-ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის ღია კარის დღეზე, 2020 წლის საშემოდგომო მიღებასთან დაკავშირებით. მოგაწვდით  ინფორმაციას კოლეჯის, ახალი მოდულური  პროფესიული პროგრამებისა და ჩარიცხვის წესში ცვლილებების შესახებ, გიპასუხებთ თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე.

ღია კარის დღე შედგება “ZOOM” პლატფორმის საშუალებით, რომლის ლინკს შეხვედრის დაწყებამდე პერიოდულად გავასაჯაროებთ ჩვენს ფეისბუქგვერდზე  და ვებ-გვერდზე www.gorimuscollege.edu.ge.  კითხვები ასევე შეგიძლიათ  წინასწარ გამოაგზავნოთ ჩვენს ფეისბუქ მესენჯერში ან  მაილზე ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. .

აქვე შეგახსენებთ, რომ კოლეჯის პროგრამებზე დარეგისტრირება შეგიძლიათ  20 მაისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით კოლეჯების დისტანციური მხარდაჭერით ან/და ონლაინ ➡ www.vet.emis.ge

გისურვებთ წარმატებებს!

 

 

 

Email-Internet-PNG

საკონტაქტო ინფორმაცია

ორგანიზაციის დასახელება: სსიპ – ქ. გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი
მისამართი: 1400 ქ. გორი, სამეფო ქ. #17
ელ-ფოსტა: gori.college@yahoo.com; info@gorimuscollege.edu.ge
ტელეფონი: 0 (370) 27 35 11; 0 (370) 22 75 44
ფაქსი: 0 (370) 27 32 10

Шаблоны сайта