ცხადდება მიღება ახალ მოდულურ პროფესიულ პროგრამებზე 2020-2021 სასწავლო წლისათვის

     გსურს შეგეძლოს პროფესიულ დონეზე ფორტეპიანოზე დაკვრა, სოლისტი-ინსტრუმენტალისტის, სოლისტი-ვოკალისტის, ვოკალური ანსამბლის და გუნდის აკომპანირება, საგანმანათლებლო და სარეპეტიციო საქმიანობის განხორციელება? გინდა იყო დასაქმებული საშემსრულებლო ჯგუფებში, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში (დაწყებითი საფეხური), სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, მუსიკალურ და თეატრალურ სტუდიებში, შემოქმედებით კოლექტივებში. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში (მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შემდეგ), მუსიკალური, სახელოვნებო ან/და ფართო პროფილის სხვა ორგანიზაციაში? ან იყო თვითდასაქმებული და ეწეოდე კერძო პროფესიულ პრაქტიკას?

    მხოლოდ ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი გთავაზობთ სწავლას სამუსიკო ხელოვნების 2  ახალ, მოდულურ პროფესიულ პროგრამაზე:


       1. პიანისტ - აკომპანიატორი,     სწავლების ხანგრძლივობა 28 თვე
       2. მუსიკის რეპეტიტორი,    სწავლების ხანგრძლივობა 20 თვე

 

მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სამუსიკო ხელოვნებაში / Higher Vocational Qualification in Music Art

      ჩვენთან სწავლა უფასოა!

      რეგისტრაცია საშემოდგომო მიღებაზე იწარმოებს 2020 წლის 10 აგვისტოს  ჩათვლით.

     დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება და შემოქმედებითი ტური. 

სიახლე:  სამუსიკო ხელოვნების პროგრამებზე სწავლის მსურველ აპლიკანტებს, შემოქმედებითი ტურის წარმატებით გავლის შემდეგ, აღარ მოეთხოვებათ პროფესიული ტესტირების გავლა.

  თუ თქვენ გსურთ ჩვენს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყება და გაინტერესებთ კოლეჯის დათვალიერება, გთხოვთ, დატოვოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებათ პასუხისმგებელი პირი 

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ კოლეჯის ადმინისტრაციას:

ვებ გვერდი gorimuscollege.edu.ge

ელ.ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
☎️ 0 (370) 27-35-11
📱577 55 72 71; 595 507 309
მისამართი: გორი სამეფოს ქ. #17

გისურვებთ წარმატებებს!

 

 

Email-Internet-PNG

საკონტაქტო ინფორმაცია

ორგანიზაციის დასახელება: სსიპ – ქ. გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი
მისამართი: 1400 ქ. გორი, სამეფო ქ. #17
ელ-ფოსტა: gori.college@yahoo.com; info@gorimuscollege.edu.ge
ტელეფონი: 0 (370) 27 35 11; 0 (370) 22 75 44
ფაქსი: 0 (370) 27 32 10

Шаблоны сайта