ახალი, მოდულური პროფესიული პროგრამების შესახებ

   სსიპ-ქ.გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი პროფესიული განათლების დაუფლების მსურველებს აცნობებს:

      კოლეჯი 2019 წლის შემოდგომიდან გეგმავს პროფესიული საგანმანათლებლო 

დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების  საშუალებით

დაიმატოს და განახორციელოს ორი ახალი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის

ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე  შემუშავებული პროფესიული საგანმანათლებლო

(ე.წ.მოდულური) პროგრამა. ეს პროგრამებია:

პიანისტ-აკომპანიატორი

მუსიკის რეპეტიტორი

ინფორმაცია ავტორიზაციით დასამატებელი ამ ორი ახალი პროგრამის შესახებ დამატებით განთავსდება კოლეჯის ვებგვერდზე

 

                                                            საგანმანათლებლო პროგრამა პიანისტ-აკომპანიატორი

I.ჩარჩო დოკუმენტის სახელწოდება, რომლის საფუძველზეც შექმნილია პროგრამა: პიანისტ-აკომპანიატორი

 II.ჩარჩო დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომერი, რომლის საფუძველზეც შექმნილია პროგრამა: 02111-პ

 

 III.მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: პიანისტი-აკომპანიატორის მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია.

სპეციალიზაციის კოდი: 080558

 IV.საკანონმდებლო ბაზა:

  • საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ
  • ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო
  • პიანისტ-აკომპანიატორის პროფესიული სტანდარტი

 V.დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება, შემოქმედებითი ტური

 VI.კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები:

პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს სხვადასხვა საშემსრულებლო ჯგუფებში, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებში,

სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში (დაწყებითი საფეხური), სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, მუსიკალურ

და თეატრალურ სტუდიებში, შემოქმედებით კოლექტივებში. შესაძლებელია იყოს თვითდასაქმებულიც და ეწეოდეს კერძო პროფესიულ პრაქტიკას.

 

 VII.მიზანი:

პროგრამის მიზანია, კვალიფიციური პიანისტი-აკომპანიატორის მომზადება, რომელსაც შეუძლია პროფესიულ დონეზე ფორტეპიანოზე დაკვრა,

სოლისტი-ინსტრუმენტალისტის, სოლისტი- ვოკალისტის, ვოკალური ანსამბლის და გუნდის აკომპანირება.

 VIII.სწავლის შედეგები:

პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:

  • პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
  • სხვადასხვა ეპოქისა და ჟანრის საფორტეპიანო ნაწარმოებების შესრულება პროფესიულ დონეზე
  • სოლისტი-ინსტრუმენტალისტის აკომპანირება
  • სოლისტი-ვოკალისტის აკომპანირება
  • ვოკალური ანსამბლის აკომპანირება
  • გუნდის აკომპანირება
  • სამუშაოს დამოუკიდებლად ორგანიზება

 

 IX.ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება:

სსიპ-ქ.გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო  კოლეჯის მიერ ჩარჩო დოკოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული პროფესიული საგანმანათლებლო

პროგრამა პიანისტ-აკომპანიატორი მოიცავს ყველა სავალდებულო ზოგად და სავალდებულო პროფესიულ მოდულს. აგრეთვე არჩევითი სტატუსის 2

მოდულს  ამავე პროფესიული პროგრამის ჩარჩო დოკუმენტიდან. არჩევითი მოდულის ,,გაფართოებული საფორტეპიანო ტექნიკა და გრაფიკული

/ვერბალური პარტიტურები“ დამატება არ ჩაითვალა მიზანშეწონილად მისი შემდგომ პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენების ნაკლები საჭიროების გამო.

მოდულების, ქართული ენა A2  და ქართული ენა B1 გავლა სავალდებულოა მხოლოდ იმ პროფესიული სტუდენტებისათვის, რომლებმაც პროფესიულ

საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება მოიპოვეს ,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის ბრძანება #152/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2

პუნქტით გათვალისწინებულ რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენაზე ტესტირების გზით. აღნიშნული პირებისათვის პროფესიულ საგანმანათლებლო

პროგრამაზე სწავლება იწყება ქართული ენის მოდულებით.

შესაბამისად:

  1. ქართულენოვანი სტუდენტებისათვის
  • პროგრამის მოცულობაა 144 კრედიტი,
  • ხანგრძლივობა 28 თვე
  1. არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის
  • პროგრამის მოცულობაა 174 კრედიტი,
  • ხანგრძლივობა 33  თვე

 X.სტრუქტურა და მოდულები:

 

სავალდებულო ზოგადი მოდულები

სავალდებულო პროფესიული მოდულები

არჩევითი

 მოდული/მოდულები

დასახელება

კრედიტი

დასახელება

კრედიტი

დასახელება

კრედიტი

ინფორმაციული წიგნიერება 2

3

გაცნობითი პრაქტიკა- პიანისტ-აკომპანიატორი

2

კამერული ანსამბლი

6

მეწარმეობა 3

3

საწარმოო პრაქტიკა - პიანისტ-აკომპანიატორი

12

საფორტეპიანო დუეტი

6

ინგლისური ენა

5

პრაქტიკული პროექტი - პიანისტ-აკომპანიატორი

6

 

 

 

 

ფორტეპიანო 1

10

 

 

 

 

ფორტეპიანო 2

10

 

 

 

 

ფორტეპიანო 3

10

 

 

 

 

ვოკალის აკომპანემენტი 1

10

 

 

 

 

ვოკალის აკომპანემენტი 2

10

 

 

 

 

ვოკალური ანსამბლის აკომპანემენტი

6

 

 

 

 

საორკესტრო-სიმებიანი საკრავების აკომპანემეტი

6

 

 

 

 

საორკესტრო-ჩასაბერი საკრავების აკომპანემენტი

6

 

 

 

 

გუნდის აკომპანემენტი

6

 

 

 

 

მუსიკალური სმენის განვითარება

6

 

 

 

 

მუსიკის გამომსახველობითი ხერხების შესწავლა

6

 

 

 

 

საზღვარგარეთის მუსიკის მოსმენა და აღქმა

6

 

 

 

 

ქართული პროფესიული მუსიკის მოსმენა და აღქმა

3

 

 

 

 

გერმანული ენა გუნდის მომღერლისათვის  A1 (არასრული)

2

 

 

 

 

რუსული ენა გუნდის მომღერლისათვის  A1 (არასრული)

2

 

 

 

 

იტალიური ენა გუნდის მომღერლისათვის  A1 (არასრული)

2

 

 

სულ:

11

სულ:

121

სულ:

12

 XI.სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურება და კრედიტის მინიჭება:

კრედიტის მინიჭება ხორციელდება სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურების საფუძველზე. 

სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურება შესაძლებელია:

ა) წინმსწრები ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარებით (ჩათვლა);

ბ) არაფორმალური განათლების გზით მიღწეული სწავლის შედეგების დადასტურება განათლების და მეცნიერების მინისტრის მიერ

დადგენილი წესით;

გ) სწავლის შედეგების დადასტურება შეფასების გზით.

არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.

განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით.

განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე

დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:

ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;

ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.

განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს პროგრამის დასრულებამდე

მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება. შეფასების მეთოდი/მეთოდები რეკომენდაციის სახით მოცემულია მოდულებში.

XII.პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება:

პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში

განსაზღვრული მოდულებით გათვალისწინებული კრედიტები. პიანისტ-აკომპანიატორის კვალიფიკაციის მინიჭების დამატებითი პირობაა

საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება.

XIII.სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსსმ)  და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  (შშმ) პროფესიული სტუდენტების

სწავლებისათვის:

შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში

ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით ასეთი პირები მოდულებზე დაიშვებიან მოდულის წინაპირობის/წინაპირობების დაძლევის გარეშე.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული კრედიტები პირს ენიჭება მხოლოდ შესაბამისი სწავლის შედეგების დადასტურების

შემთხვევაში,  ხოლო კვალიფიკაცია - XII პუნქტით გათვალისწინებული წესით.

 

 

 

 

                                                    პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მუსიკის რეპეტიტორი

 

    I.ჩარჩო დოკუმენტის სახელწოდება, რომლის საფუძველზეც შექმნილია პროგრამა: მუსიკის რეპეტიტორი

 II.ჩარჩო დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომერი, რომლის საფუძველზეც შექმნილია პროგრამა: 02112-პ

 

III.მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: მუსიკის რეპეტიტორის მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია.

  • სპეციალიზაციის კოდი: 080559

 IV.საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ

  • ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო
  • მუსიკის რეპეტიტორის პროფესიული სტანდარტი

 V.დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება; შემოქმედებითი ტური

VI.კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები:

პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს საჯარო და კერძო სექტორში, როგორც მცირე, ისე საშუალო და მსხვილ ორგანიზაციებში.

მათ შორის: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სკოლის გარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება, მუსიკალური, სახელოვნებო

ან/და ფართო პროფილის ორგანიზაცია, ტელევიზია, კინოწარმოება, თეატრი, მუსიკალური სასწავლო სტუდია, თეატრალური სასწავლო სტუდია,

ხმის ჩამწერი სტუდია, საპროდიუსერო ცენტრი, ასევე შეუძლია თვითდასაქმება.

 

VII.მიზანი:

პროგრამის მიზანია კვალიფიციური მუსიკის რეპეტიტორის მომზადება, რომელიც ახორციელებს საგანმანათლებლო და სარეპეტიციო საქმიანობას;

სარეპეტიციო პროცესის წარმართვისას ჩამოაყალიბებს და განავითარებს მოწაფეებში მუსიკისადმი ემოციურ-ფასეულობით მიდგომას, ჩაუნერგავს

მხატვრულ გემოვნებას, წარმოსახვის უნარს, მხატვრულ აზროვნებას, განუვითარებს მუსიკალურ მეხსიერებას, სმენას, რიტმს, საშემსრულებლო ჩვევებს,

შემოქმედებით უნარებს. მუსიკის რეპეტიტორის მოვალეობაა შემსწავლელი პროცესის დაგეგმვა და ორგანიზება. ასევე, ის უზრუნველყოფს საჭირო

მუსიკალური მასალის მოძიებას და რეპეტიციების ჩატარებას საკონცერტო და სხვა სახის ღონისძიებებისათვის. მუსიკის რეპეტიტორის მიზანია

ისეთ საშემსრულებლო ფორმებში მუშაობა, როგორიც არის სიმღერა, მუსიკის თეორია, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა, მუსიკალურ-პლასტიკური

მოძრაობა და მუსიკალური იმპროვიზაცია.

 VIII. სწავლის შედეგები:

პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:

  • სამუშაოს ორგანიზება
  • საგანმანათლებლო პროცესის მეთოდური უზრუნველყოფა
  • მუსიკალური უნარ-ჩვევების გამომუშავება
  • სარეპეტიციო პროცესის წარმართვა
  • შემოქმედებითი ღონისძიებების განხორციელება
  • პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა

 

სავალდებულო ზოგადი მოდულები

სავალდებულო პროფესიული მოდებ

არჩევითი

 მოდული/მოდულები

დასახელება

კრედიტი

დასახელება

კრედიტი

დასახელება

კრედიტი

ინფორმაციული წიგნიერება 2

3

გაცნობითი პრაქტიკა- მუსიკის რეპეტიტორი

2

მუსიკალური კომპიუტერული პროგრამები  (Finale)

3

მეწარმეობა 3

3

საწარმოო პრაქტიკა - მუსიკის რეპეტიტორი

12

პოპულარული მუსიკის მოსმენა და აღქმა

3

ინგლისური ენა

5

პრაქტიკული პროექტი - მუსიკის რეპეტიტორი

6

სიმფონიური ორკესტრის საკრავები

3

 

 

ვოკალის აკომპანემენტი 1

10

 

 

 

 

ვოკალური ანსამბლის აკომპანემენტი

6

 

 

 

 

ფორტეპიანო 1

10

 

 

 

 

შემოქმედებითი ღონისძიებების განხორციელება

4

 

 

 

 

საგანმანათლებლო პროცესის მეთოდური უზრუნველყოფა

6

 

 

 

 

მუსიკალური სმენის განვითარება

6

 

 

 

 

მუსიკის გამომსახველობითი ხერხების შესწავლა

6

 

 

 

 

საზღვარგარეთის მუსიკის მოსმენა და აღქმა

6

 

 

 

 

ქართული პროფესიული მუსიკის მოსმენა და აღქმა

 

3

 

 

 

 

ქართული მუსიკალური ფოლკლორის შესწავლა

5

 

 

 

 

გერმანული ენა გუნდის მომღერლისათვის

2

 

 

 

 

რუსული ენა გუნდის მომღერლისათვის

2

 

 

 

 

იტალიური ენა გუნდის მომღერლისათვის

2

 

 

სულ:

11

სულ:

88

სულ:

9

 

 

 

 

 

 

IX.ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება:


სსიპ-ქ.გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივი კოლეჯის მიერ ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული პროფესიული

საგანმანათლებლო პროგრამა მუსიკის რეპეტიტორი

მოიცავს ყველა სავალდებულო ზოგად და სავალდებულო პროფესიულ მოდულს. აგრეთვე არჩევითი სტატუსის მოდულებს  ამავე პროფესიული

პროგრამის ჩარჩო დოკუმენტიდან. მოდულების, ქართული ენა A2  და ქართული ენა B1 გავლა სავალდებულოა მხოლოდ იმ პროფესიული

სტუდენტებისათვის, რომლებმაც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება მოიპოვეს ,,პროფესიული ტესტირების ჩატარების

დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის ბრძანება #152/ნ

ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენაზე ტესტირების

გზით. აღნიშნული პირებისათვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება იწყება ქართული ენის მოდულებით.

შესაბამისად:

  1. ქართულენოვანი სტუდენტებისათვის
  • პროგრამის მოცულობაა 108 კრედიტი,
  • ხანგრძლივობა 20 თვე
  1. არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის
  • პროგრამის მოცულობაა 138 კრედიტი,
  • ხანგრძლივობა 25 თვე

 X.სტრუქტურა და მოდულები:

 XI.სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურება და კრედიტის მინიჭება:

კრედიტის მინიჭება ხორციელდება სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურების საფუძველზე. 

 

სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურება შესაძლებელია:

ა) წინმსწრები ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარებით (ჩათვლა);

ბ) არაფორმალური განათლების გზით მიღწეული სწავლის შედეგების დადასტურება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის

მინისტრის მიერ დადგენილი წესით;

გ) სწავლის შედეგების დადასტურება შეფასების გზით.

არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.

განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით.

განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული)

სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:

ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;

ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.

განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს პროგრამის დასრულებამდე

მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება. შეფასების მეთოდი/მეთოდები რეკომენდაციის სახით მოცემულია მოდულებში.

 

XII.პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება:

 

პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში

განსაზღვრული მოდულებით გათვალისწინებული კრედიტები. მუსიკის რეპეტიტორის პროფესიული კვალიფიკაციის  მინიჭების დამატებითი

პირობაა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. 

XIII.სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსსმ)  და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  (შშმ) პროფესიული სტუდენტების სწავლებისათვის:

შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში

ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით ასეთი პირები მოდულებზე დაიშვებიან მოდულის წინაპირობის/წინაპირობების დაძლევის გარეშე.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული კრედიტები პირს ენიჭება მხოლოდ შესაბამისი სწავლის შედეგების დადასტურების

შემთხვევაში, ხოლო კვალიფიკაცია - XII პუნქტით გათვალისწინებული წესით.

 

Email-Internet-PNG

საკონტაქტო ინფორმაცია

ორგანიზაციის დასახელება: სსიპ – ქ. გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი
მისამართი: 1400 ქ. გორი, სამეფო ქ. #17
ელ-ფოსტა: gori.college@yahoo.com; info@gorimuscollege.edu.ge
ტელეფონი: 0 (370) 27 35 11; 0 (370) 22 75 44
ფაქსი: 0 (370) 27 32 10

Шаблоны сайта