2017-2018 სასწავლო წლის აპლიკანტთა რეგისტრაცია

ქ.გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივი კოლეჯი 

2017/2018 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას V საფეხურის

შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

 

შემსრულებელ-ილუსტრატორი კონცერტმაისტერი (ფორტეპიანო, ვიოლინო) - V საფეხური, 180 კრედიტი 
გუნდის ლოტბარი/რეგენტი- V საფეხური, 120 კრედიტი
ვოკალური ანსამბლის და გუნდის მომღერალი - V საფეხური, 180 კრედიტი.

პროფესიულ პროგრამებზე ჩაბარების მსურველებმა უნდა გაიარონ:
1) პროფესიული ტესტირება (სივრცითი უნარების ტესტი, ტესტი ხელოვნებაში)
2) შემოქმედებითი ტურები (ტურების ჩატარების წესისა და თარიღის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით)

პროფესიულ ტესტირებისთვის რეგისტრაცია იწარმოებს კ ო ლ ე ჯ შ ი
4 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით (10-დან 17 სთ.-მდე). 
რეგისტრაციისთვის პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

შენიშვნა: რეგისტრაცია შესაძლებელია ასევე რესურს-ცენტრებში, საინფორმაციო ცენტრებში.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კოლეჯის ადმინისტრაციას
ტელ.:(+995 370) 27 3511, ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. 
მისამართი: გორი, სამეფო ქ.17
საკონტაქტო ტელ: 577 55 72 71, 599 68 44 55

2017-2018 სასწავლო წლის კალენდარი

სსიპ-ქ.გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში 2017-18 სასწავლო წლის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით

ვბრძანებ:

დამტკიცდეს გორის სამუსიკო კოლეჯის პედაგოგიური საბჭოს 2017 წლის 7 სექტემბრის #1 სხდომის გადაწყვეტილება 2017/2018 სასწავლო წლის სასწავლო კალენდრის დამტკიცების შესახებ.

2017/2018 სასწავლო წლის სასწავლო კალენდრი

სსიპ ქ.გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში სასწავლო პროცესის შეუფერხებელი წარმართვის მიზნით «პროფესიული განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად, სსიპ ქ.გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში 2017-2018 სასწავლო წელს სასწავლო პროცესი წარიმართოს შემდეგი მოთხოვნების დაცვით:

 

შემოდგომის სემესტრი

ა) პროფესიულ სტუდენტთა რეგისტრაცია - 2017 წლის 11-14 სექტემბერი.
ბ) სალექციო მეცადინეობა - 15 სექტემბერი - 20 იანვარი
გ) ინდივიდუალური და პრაქტიკული მეცადინეობა - 15 სექტემბერი - 27იანვარი
დ) საგამოცდო პერიოდი - 22 იანვარი - 03 თებერვალი.

 

გაზაფხულის სემესტრი:

 

ა) პროფესიულ სტუდენტთა რეგისტრაცია - 2017 წლის 7-9 თებერვალი.
ბ) სალექციო მეცადინეობა - 12 თებერვალი - 16 ივნისი
გ) ინდივიდუალური და პრაქტიკული მეცადინეობა - 12 თებერვალი - 23 ივნისი
დ) საგამოცდო პერიოდი - 18 ივნისი - 30 ივნისი

2017 წლის საშემოდგომო ტესტირებისას ჩარიცხული სტუდენტებისათვის მეცადინეობა დაიწყება მოგვიანებით.

 

                                                                                                                   დირექცია

კოლეჯის სტუდენტთა და კოლეჯთან არსებული სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა საანგარიშო კონცერტი

2017 წლის 28 ივნისს სამუსიკო კოლეჯის საკონცერტო დარბაზში გაიმართა

კოლეჯის სტუდენტთა და კოლეჯთან არსებული სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა

საანგარიშო კონცერტი.

კოლეჯთან არსებული სამუსიკო სემინარიის უმცროსკლასელთა კონცერტი

2017 წლის 24 ივნისს სამუსიკო კოლეჯის საკონცერტო დარბაზში გაიმართა

კოლეჯთან არსებული სამუსიკო სემინარიის უმცროსკლასელთა

კონცერტი.

კოლეჯის მასწავლებელ შორენა მჭედლიშვილის კლასის კონცერტი

2017 წლის 7 ივნისს სამუსიკო საზოგადოებრივი კოლეჯის საკონცერტო დარბაზში გაიმართა

კოლეჯის მასწავლებელ შორენა მჭედლიშვილის კლასის

კონცერტი.

ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების III ეროვნული კონკურსი და დაჯილდოვება

2017 წლის 2 ივნისს თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების III ეროვნული კონკურსი,

სადაც A კატეგორიაში გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივ კოლეჯთან არსებულმა სემინარიის უმცროსკლასეთა გუნდმა მოიპოვა I ადგილი და ოქროს მედალი.

გუნდმა კიდევ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა–თანხლებიანი ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის და გერმანული ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის!

გილოცავთ! 

დირიჟორი ნინო წიკლაური, პედაგოგი თამარ ხანიშვილი, კონცერტმაისტერი მთვარისა ბერძნიშვილი.

თბილისის საგუნდო მუსიკის VII საერთაშორისო ფესტივალი

2017 წლის 26 აპრილს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა

თბილისის საგუნდო მუსიკის VII საერთაშორისო ფესტივალი, სადაც მონაწილეობა მიიღო

სამუსიკო კოლეჯთან არსებულმა მოსწავლეთა გუნდმა - დირიჟორი ნინო წიკლაური.


გუნდს გადაეცა საპატიო სიგელი ფესტივალში წარმატებით მონაწილეობისათვის.

საქველმოქმედო კონცერტი "შუბერტიადა: ქალბატონები ქალბატონებისთვის"

2017 წლის 15 მაისს სამუსიკო კოლეჯის საკონცერტო დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი

"შუბერტიადა: ქალბატონები ქალბატონებისთვის" "გამარჯვებულ ქალთა კლუბის" მხარდასაჭერად

(ძუძუს კიბოს პრევენციისთვის).


კონცერტში მონაწილებდნენ:


ფრანჩესკა ჰუემერ კელი - მეცო-სოპრანო,
მარია ანხელეს იგლესიასი - პიანისტი,
კოლეჯთან არსებული სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა გუნდები (ხელმძღვანელი ნინო წიკალური),
გორის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი "მაჩაბელა".

Email-Internet-PNG

საკონტაქტო ინფორმაცია

ორგანიზაციის დასახელება: სსიპ – ქ. გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივი კოლეჯი
მისამართი: 1400 ქ. გორი, სამეფო ქ. #17
ელ-ფოსტა: gori.college@yahoo.com; info@gorimuscollege.edu.ge
ტელეფონი: 0 (370) 27 35 11; 0 (370) 22 75 44
ფაქსი: 0 (370) 27 32 10

Шаблоны сайта