26.04.2017 თბილისის საგუნდო მუსიკის VII საერთაშორისო ფესტივალი

2017 წლის 26 აპრილს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა

თბილისის საგუნდო მუსიკის VII საერთაშორისო ფესტივალი, სადაც მონაწილეობა მიიღო

სამუსიკო კოლეჯთან არსებულმა მოსწავლეთა გუნდმა - დირიჟორი ნინო წიკლაური.


გუნდს გადაეცა საპატიო სიგელი ფესტივალში წარმატებით მონაწილეობისათვის.

15.05.2017 საქველმოქმედო კონცერტი "შუბერტიადა: ქალბატონები ქალბატონებისთვის"

2017 წლის 15 მაისს სამუსიკო კოლეჯის საკონცერტო დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი

"შუბერტიადა: ქალბატონები ქალბატონებისთვის" "გამარჯვებულ ქალთა კლუბის" მხარდასაჭერად

(ძუძუს კიბოს პრევენციისთვის).


კონცერტში მონაწილებდნენ:


ფრანჩესკა ჰუემერ კელი - მეცო-სოპრანო,
მარია ანხელეს იგლესიასი - პიანისტი,
კოლეჯთან არსებული სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა გუნდები (ხელმძღვანელი ნინო წიკალური),
გორის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი "მაჩაბელა".

09-15.05.2017 გია ყანჩელისა და დიმიტრი შოსტაკოვიჩის ფესტივალი "კონტრაპუნქტი - Alla Kontrapunkt"გია ყანჩელისა და დიმიტრი შოსტაკოვიჩის ფესტივალი "კონტრაპუნქტი - Alla Kontrapunkt"

2017 წლის 9-15 მაისს თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა ორი ლეგენდარული ავტორის -

გია ყანჩელისა და დიმიტრი შოსტაკოვიჩის ფესტივალი "კონტრაპუნქტი - Alla Kontrapunkt"

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრისა და

საერთაშორისო აღიარების მუსიკოსების შესრულებით.

 

მონაწილეობდნენ:

იულიან მილკისი, გიორგი ცაგარელი, ქსენია ბაშმეტი, ანდრეა კორტესი, სერგეი ნაკარიაკოვი, მარიამ მეეროვიჩი, ბორის ანდრიანოვი, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი,წმინდა სამების სპატრიარქო გუნდი, კამერული ორკესტრი "Georgian Strings", გორის ქალთა კამერული გუნდი,სსიპ - ქ. გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივ კოლეჯთან არსებული მოსწავლეთა გუნდი და აფხაზეთის კაპელა.

 

დირიჟორები:

ნიკოლოზ რაჭველი, კახი სოლომნიშვილი და ნინო წიკლაური

 

08.04.2017 თბილისის არამ ხაჩატურიანის სახელობის # 10 ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა კონცერტი

2017 წლის 8 აპრილს ქ. გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივი კოლეჯის საკონცერტო დარბაზში გაიმართა ქ. თბილისის არამ ხაჩატურიანის სახელობის # 10 ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა კონცერტი, მიძღვნილი სკოლის 85 წლის იუბილესადმი.


კონცერტზე შესრულდა ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა საფორტეპიანო და

სავიოლინო კონცერტები (ფორტეპიანოს თანხლებით).

04.04.2017 საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მესამე საგუნდო კონკურსის I ტური

2017 წლის 4 აპრილს სსიპ - ქ. გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივი კოლეჯის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მესამე საგუნდო კონკურსის I ტური შიდა ქართლის ბავშვთა და ახალგაზრდული კოლექტივებისათვის.

     კონკურსში  მონაწილეობა მიიღეს გორისა და გორის რაიონის, ქარელის, ხაშურის, კასპის, აგარის, ბორჯომის ბავშვთა და ახალგაზრდულმა აკადემიურმა, სამოყვარულო და ფოლკლორულმა გუნდებმა.


     ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ:  ფოლკლორის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი მიხეილ ჯავახიშვილი, საქართველოს სახელმწიფო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი არჩილ უშვერიძე, საგუნდო საზოგადოების შიდა ქართლის განყოფილების ხელმძღვანელი ნინო წიკლაური და მასწავლებელთა განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი რუსუდან თაყაიშვილი.

27.03.2017 ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრისა და ნიკოლოზ რაჭველის საგაზაფხულო სიმფონიური სეზონის კონცერტი

2017 წლის 27 მარტს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გაიმართაევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრისა  და ნიკოლოზ რაჭველის საგაზაფხულო სიმფონიური სეზონის კონცერტი,სადაც მონაწილეობა მიიღო ქ. გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივ კოლეჯთან არსებულმა ბავშვთა გუნდმა, ხელმძღვანელი ნინო წიკლაური.

26.01.2017 კოლეჯთან არსებული სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა კონცერტი

2017 წლის 26 იანვარს სსიპ - ქ. გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივი კოლეჯის საკონცერტო დარბაზში გაიმართა კოლეჯთან არსებული სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა

კონცერტი.

2016 წელს ჩარიცხულ სტუდენტთა საყურადღებოდ

logo22016 წლის საშემოდგომო ტესტირების შედეგად კოლეჯის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების საყურადღებოდ!
სწავლა დაიწყება ორშაბათს, 21 ნოემბერს, 11 საათზე.
დირექცია

Email-Internet-PNG

საკონტაქტო ინფორმაცია

ორგანიზაციის დასახელება: სსიპ – ქ. გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივი კოლეჯი
მისამართი: 1400 ქ. გორი, სამეფო ქ. #17
ელ-ფოსტა: gori.college@yahoo.com; info@gorimuscollege.edu.ge
ტელეფონი: 0 (370) 27 35 11; 0 (370) 22 75 44
ფაქსი: 0 (370) 27 32 10

Шаблоны сайта