27.04.2018 საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების IV ეროვნული კონკურსის პირველი შესარჩევი ტური

2018 წლის 27 აპრილს სამუსიკო კოლეჯის საკონცერტო დარბაზში გაიმართა

საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების

IV ეროვნული კონკურსის პირველი შესარჩევი ტური, სადაც მონაწილეობა მიიღო კოლეჯთან არსებულმა

სამუსიკო სემინარიის უმცროსკლასელთა გუნდმა - ხელმძღვანელი ნინო წიკლაური.

17.02.2018 ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილი სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის “ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეთა კონცერტი

2018 წლის 17 თებერვალს გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივი კოლეჯის

საკონცერტო დარბაზში გაიმართა ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილი სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის

“ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეთა

კონცერტი.

 

             კონცერტში მონაწილეობდნენ: ანა ბერიაშვილი, ირაკლი ფხაკაძე, გიორგი გურგენაძე,

                                                           ანა ჭანია, ანასტასია აღლაძე, გიორგი გრძელიძე,

                                                           მარიამ მინდორაშვილი, ლუკა თოთაძე, ქეთევან გიორგაძე,

                                                           ვლადიმერ ზურაბიშვილი, თამარ ბახტაძე.

31.01.2018 კოლეჯის სტუდენტთა და კოლეჯთან არსებული სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა აკადემიური კონცერტი

2018 წლის 31 იანვარს სამუსიკო კოლეჯის საკონცერტო დარბაზში გაიმართა

კოლეჯის სტუდენტთა და კოლეჯთან არსებული სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა

აკადემიური კონცერტი.

29.01.2018 სემინარი კოლეჯის სტუდენტთათვის თემებზე: გენდერული თანასწორობა - ქალთა მიმართ ძალადობა, სოციალური მედია და მედიის როლი ქსენოფობიის გავრცელებაში, კიბერბულინგი - CTRL + ALT + DELETE

   

2018 წლის 29 იანვარს სამუსიკო კოლეჯის პროფორიენტაციისა და ხარისხის მართვის სამსახურის ინიციატივით არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციის ასოციაცია “Bridge to the Future”(”ხიდი მომავლისაკენ”)-ს წარმომადგენლის მიერ კოლეჯის სტუდენტთათვის გაიმართა სემინარი თემებზე:

გენდერული თანასწორობა - ქალთა მიმართ ძალადობა, სოციალური მედია და მედიის როლი ქსენოფობიის გავრცელებაში, კიბერბულინგი - CTRL + ALT + DELETE.

   სემინარი მიმდინარეობდა დიალოგის სახით, რაც დაეხმარა სტუდენტებს წარმოდგენილი თემების სწორად გაანალიზებაში, მოეწყო ვიდეო რგოლების ჩვენებაც, ხოლო სემინარის დასასრულს  სტუდენტებს მიეცათ საშუალება დაესვათ კითხვები და დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია სემინარის დროს წამოჭრილი საკითხების გარშემო.

27.12.2017 ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საქველმოქმედო კონცერტი

2017 წლის 27 დეკემბერსზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში

გაიმართა ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც ბავშვთა ჰოსპისის "ციცინათელების ქვეყანა" მხარდასაჭერად გაიმართა.
კონცერტის I განყოფილებაში შესრულდა ჯოვანი ბატისტა პერგოლეზის "Stabat Mater", სადაც საგუნდო პარტიას სამუსიკო კოლეჯთან არსებული სამუსიკო სემინარიის ბავშვთა გუნდი ნინო წიკლაურის ხელმძღვანელობით ასრულებდა.


II განყოფილებში გაიმართა ნიკოლოზ რაჭველის ახალი ციკლი "The Rest is Silence", რომელიც ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმია მიძღვნილი. სოლისტის პარტიას ასრულებდა ანიტა რაჭველიშვილი. ასევე მონაწილეობდა საფესტივალო გუნდი გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით.

02.12.2017 თბილისის კონსერვატორიის პროფესორ სვეტლანა კორსანტიას კლასის კონცერტი

2017 წლის 2 დეკემბერს გორის სამუსიკო საზოგადოებრივი კოლეჯის საკონცერტო დარბაზში გაიმართა

თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორ

სვეტლანა კორსანტიას კლასის კონცერტი.


კონცერტში მონაწილეობდნენ:


IX კლასის მოსწავლე მაშო ყარყარაშვილი

XI კლასის მოსწავლე ნია ლომიძე

ბაკალავრიატის III კურსის სტუდენტები ქეთი ბარბაქაძე და თინა მახარაძე

მაგისტრატურის I კურსის სტუდენტი გვანცა ფუტკარაძე

მაგისტრატურის II კურსის სტუდენტი ანა ფალავანდიშვილი

11.10.2018 საერთაშორისო საგუნდო მუსიკის ფესტივალი ,,გორი 2017"

           11 ოქტომბერს, ქალაქ გორში საზეიმოდ გაიხსნა საერთაშორისო საგუნდო მუსიკის ფესტივალი ,,გორი 2017’’.  

   ფესტივალის ორგანიზატორი - ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრი. 
        ფესტივალი გაიმართა 2017 წლის 11,12 და13 ოქტომბერს - გორის კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში. 

     საერთაშორისო საგუნდო მუსიკის ფესტივალის ისტორია 80-იანი წლებიდან იწყება და ის გორში დაფუძნდა. ფესტივალის მიზანს წარმოადგენს აკადემიური საგუნდო შემსრულებლობის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი კავშირების დამყარება, უცხოელი მუსიკოსების გამოცდილების გაზიარება და ქართული საგუნდო მუსიკის ინტეგრირება ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. 

   მონაწილე გუნდები: ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებული სემინარიის მოსწავლეთა გუნდი,თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი,ზერბაიჯანის გუნდი ,,Lumineux’’, გორის ქალთა კამერული გუნდი, აზერბაიჯანის სახელმწიფო კაპელა,ვაჟთა გუნდი ,,გორი“, სახელმწიფო ანსამბლი ,,ბასიანი’’,გორის ვაჟთა გუნდი ,,მაჩაბელა’’,ახალგაზრდული გუნდი ,,თუთარჩელა’’,თბილისის გოგონათა გუნდი. 
      ფესტივალს ყავდა საპატიო სტუმრები: პროფესორი, კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის ცენტრის დირექტორი - რუსუდან წურწუმია. მუსიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე - მანანა ახმეტელი. მუსიკოსი, საქართველოს მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარე, კონსერვატორიის პროფესორი. საქართველოს ეროვნული საგუნდო კაპელის საპატიო ხელმძღვანელი, საქართველსო ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი - გივი მუნჯიშვილი. 
საქართველოს საგუნდო საზოგადოების დამფუძნებელი, პროფესორი, საქართველოს სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილისა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ასევე ღირსების ორდენისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოს - წმინდა გიორგის ოქროს ორდენის კავალერი - შალვა მოსიძე. კომპოზიტორი, საქართველოს სახელწიფო პრემიის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი და ღირსების ორდენის კავალერი - გია ყანჩელი. საგუნდო სადირიჟორო კათედრის პროფესორი - ავთანდილ რევიშვილი. საქართველოს საგუნდო საზოგადოების თავმჯდომარე, დირიჟორი, კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი - ლიანა ჭონიშვილი.

4.10.2017 კომპოზიტორ გოგი ჩლაიძის საავტორო საღამო

2017 წლის 4 ოქტომბერს სამუსიკო კოლეჯის საკონცერტო დარბაზში გაიმართა

კომპოზიტორ გოგი ჩლაიძის საავტორო საღამო.

 

 საღამო გახსნა გორის ქალთა კამერულმა გუნდმა - სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა.

 კონცერტზე მსოფლიოში ცნობილმა პიანისტმა ლექსო თორაძემ შეასრულა კომპოზიტორის ახალი ნაწარმოები

,,თბილისური რაფსოდია“ , რომლის ორკესტრის პარტიას მეორე როიალზე ასრულებდა

საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე გოგა შავერზაშვილი.

Email-Internet-PNG

საკონტაქტო ინფორმაცია

ორგანიზაციის დასახელება: სსიპ – ქ. გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივი კოლეჯი
მისამართი: 1400 ქ. გორი, სამეფო ქ. #17
ელ-ფოსტა: gori.college@yahoo.com; info@gorimuscollege.edu.ge
ტელეფონი: 0 (370) 27 35 11; 0 (370) 22 75 44
ფაქსი: 0 (370) 27 32 10

Шаблоны сайта