31.05.2018 საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი

 

    2018 წლის 31 მაისს სამუსიკო კოლეჯის საკონცერტო დარბაზში გაიმართა კოლეჯის სტუდენტთა და

კოლეჯთან არსებული სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა კონცერტი,

რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს.

08.05.2018 თბილისის საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალი

 

2018 წლის 8 მაისს თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, თბილისის საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალის სხვა მონაწილეებთან ერთად,

გაიმართა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატის, გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდის კონცერტი.

10.05.2018 გორის სამუსიკო კოლეჯის ბავშვთა გუნდისა და პოლონეთის ქალაქ სოპოტის კამერული გუნდის კონცერტი.

2018 წლის 10 მაისს გორის სამუსიკო კოლეჯის საკონცერტო დარბაზში გაიმართა

თბილისის VIII საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გორის სამუსიკო კოლეჯის ბავშვთა გუნდისა და

პოლონეთის ქალაქ სოპოტის კამერული გუნდის კონცერტი.

27.04-04.05. 2018 მუსიკოს-შემსრულებელთა VIII საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი „ჰარმონია“

2018 წლის 27 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით თურქეთის რესპულიკის ქალაქ სიდეში

გაიმართა მუსიკოს-შემსრულებელთა VIII საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი „ჰარმონია“ ,

სადაც კოლეჯის კონცერტმაისტერი და პედაგოგი თამაზ აბრამიძე მიწვეული იყო კონცერტმაისტერად.

კონკურს-ფესტივალში კი მონაწილეობდა მისი მოსწავლე ნოდარ კვიწინაძე (კოლეჯთან არსებული სამუსიკო სემინარიის VII კლასი - ფორტეპიანო), რომელმაც მოიპოვა მესამე ადგილი და ლაურეატის წოდება.


ვულოცავთ ბატონ თამაზსს და მის მოსწავლეს, ნოდარ კვიწინაძეს ამ გამარჯვებას. ვუსურვებთ წინსვლას და წარმატებებს.

30.04.2018 ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის პირველი ღია კონკურსი

გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი ნინო წიკლაურის ხელმძღვანელობით

ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის პირველი ღია კონკურსის გრან-პრის მფლობელი გახდა.

მასვე გადაეცა დიდი კომპოზიტორის ოჯახის მიერ დაწესებული პრიზი მისი ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის.



27.04.2018 საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების IV ეროვნული კონკურსის პირველი შესარჩევი ტური

2018 წლის 27 აპრილს სამუსიკო კოლეჯის საკონცერტო დარბაზში გაიმართა

საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების

IV ეროვნული კონკურსის პირველი შესარჩევი ტური, სადაც მონაწილეობა მიიღო კოლეჯთან არსებულმა

სამუსიკო სემინარიის უმცროსკლასელთა გუნდმა - ხელმძღვანელი ნინო წიკლაური.

17.02.2018 ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილი სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის “ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეთა კონცერტი

2018 წლის 17 თებერვალს გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივი კოლეჯის

საკონცერტო დარბაზში გაიმართა ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილი სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის

“ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეთა

კონცერტი.

 

             კონცერტში მონაწილეობდნენ: ანა ბერიაშვილი, ირაკლი ფხაკაძე, გიორგი გურგენაძე,

                                                           ანა ჭანია, ანასტასია აღლაძე, გიორგი გრძელიძე,

                                                           მარიამ მინდორაშვილი, ლუკა თოთაძე, ქეთევან გიორგაძე,

                                                           ვლადიმერ ზურაბიშვილი, თამარ ბახტაძე.

31.01.2018 კოლეჯის სტუდენტთა და კოლეჯთან არსებული სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა აკადემიური კონცერტი

2018 წლის 31 იანვარს სამუსიკო კოლეჯის საკონცერტო დარბაზში გაიმართა

კოლეჯის სტუდენტთა და კოლეჯთან არსებული სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა

აკადემიური კონცერტი.

Email-Internet-PNG

საკონტაქტო ინფორმაცია

ორგანიზაციის დასახელება: სსიპ – ქ. გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივი კოლეჯი
მისამართი: 1400 ქ. გორი, სამეფო ქ. #17
ელ-ფოსტა: gori.college@yahoo.com; info@gorimuscollege.edu.ge
ტელეფონი: 0 (370) 27 35 11; 0 (370) 22 75 44
ფაქსი: 0 (370) 27 32 10

Шаблоны сайта