შემოქმედებითი ტურების მოთხოვნები 2018-19 სასწავლო წლისათვის



 
ვიოლინო


1.
სპეციალობა.

სოლო პროგრამის შესრულება:
პოლიფონიური ნაწარმოების ერთი ნაწილი;
კონცერტის პირველი ნაწილი.

2. მუსიკის თეორია:
სოლფეჯიო - წერა (ერთხმიანი კარნახი, სმენითი ანალიზი);
პროფესიული მუსიკის ნიმუშების გამოცნობა (წერა).

 

  საგუნდო-სადირიჟორო

 


1.
სპეციალობა
საგამოცდო პროგრამის შესრულება და კოლოკვიუმი.
გამოცდაზე უნდა იქნას გამოტანილი 2 ნაწარმოები: ერთი თანხლების გარეშე; ერთი - თანხლებით  (აქედანერთი - ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები).  აბიტურიენტს მოეთხოვება პარტიტურის დაკვრა ფორტეპიანოზე - ზეპირად, პარტიების სიმღერა - ზეპირად, ერთი ვოკალური ნაწარმოების (რომანსი ან სიმღერა) შესრულება ზეპირად, გასაუბრება პროგრამის ირგვლივ.

2.
მუსიკის თეორია:
სოლფეჯიო - წერა (ორხმიანიკარნახი, სმენითიანალიზი)
პროფესიული მუსიკის ნიმუშების გამოცნობა (წერა);


   
ვოკალური ხელოვნება

 

1. პროგრამის შესრულება სპეციალობაში:
აბიტურიენტმა უნდა შეასრულოს ნაწარმოები: არია და რომანსი

2.
მუსიკის თეორია:
სოლფეჯიო - წერა (ერთხმიანი კარნახი, სმენითი ანალიზი)
პროფესიული მუსიკის ნიმუშების გამოცნობა (წერა)