პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის წესი

 დამტკიცებულია სსიპ–ქ.გორის ს.ცინცაძის სახელობის

სამუსიკო  კოლეჯის დირექტორის

ბრძანებით N1/59,24.07.2020წ.

 სსიპ ქ.გორის  ს.ცინცაძის  სახელობის  სამუსიკო    კოლეჯში 

პროფესიულ  საგანმანათლებლო   პროგრამებზე   ჩარიცხვის   წესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

წინამდებარე  წესი  შემუშავებულია  ,,პროფესიული  განათლების  შესახებ“  საქართველოს  კანონისა  და  საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2013  წლის  27 სექტემბრის  #152/ნ  ბრძანებით დამტკიცებული  ,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ შესაბამისად  და  ადგენს  სსიპ  ქ.გორის  სულხან ცინცაძის  სახელობის  სამუსიკო კოლეჯში  შემდგომში  ,, კოლეჯი“  პროფესიულ  საგანმანათლებლო  პროგრამებზე პროფესიული  სტუდენტის  ჩარიცხვის წესსა და  პირობებს,  აგრეთვე  პროფესიული  სტუდენტის   ჩასარიცხად  წარსადგენი  აუცილებელი  დოკუმენტების  ნუსხას.

 მუხლი 2. კოლეჯში ჩარიცხვის უფლება და პირობები

1.კოლეჯში მიიღებიან  სრული ზოგადი  ან  მასთან  გათანაბრებული  განათლების  მქონე  პირები, რომლებიც  ფლობენ სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლისთვის საჭირო უნარებს და სამუსიკო დისციპლინების სათანადო ცოდნას.

  1. კოლეჯის სამუსიკო სფეროს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის უფლების მოპოვება ხდება შესაბამისი კონკურსის (შემოქმედებითი ტურის) საფუძველზე, კოლეჯის მიერ დადგენილ შემოქმედებით ტურებში აპლიკანტის მიერ მიღებული შედეგის გათვალისწინებით.
  2. კოლეჯის დირექტორი კონკურსის (შემოქმედებითი ტურის) დაწყებამდე განსაზღვრავს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხი დოკუმენტაციის ნუსხას. აღნიშნული დოკუმენტაციის დაწესებულებაში წარდგენის ვადები განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
  3. კოლეჯის მიერ კონკურსის (შემოქმედებითი ტურის) ჩატარების ვადები განისაზღვრება კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს ,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის N152/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულებით დადგენილი ვადები.
  4. კონკურსის (შემოქმედებითი ტურის) ჩატარების ვადის განსაზღვრისას კოლეჯმა შესაძლებელია გაითვალისწინოს რეგისტრაციის დასრულებამდე პერიოდიც იმ დათქმით, რომ ყველა აპლიკანტს ექნება კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა.
  5. კოლეჯი შემოქმედებითი ტურის ჩატარებიდან არაუგვიანეს 7 დღის ვადაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა  განაწილების მიზნით ქმნის და ამტკიცებს აპლიკანტთა რეიტინგულ სიებს  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.
  6. ამ მუხლის მე–6 პუნქტით გათვალისწინებულ რეიტინგულ სიებში აპლიკანტების განაწილება ხდება რეგისტრაციისას მათ მიერ არჩეული  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და აპლიკანტის მიერ მიღებული შეფასების შედეგების საფუძველზე.
  7. შემოქმედებითი ტურების მოთხოვნები:

      ა)  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა პიანისტ-აკომპანიატორი-0215.3.1:

             კლასიკური მუსიკის   ორი ნებისმიერი ფორმის  ნაწარმოების შესრულება ფორტეპიანოზე ;

             მუსიკის თეორიაში ელემენტარული უნარ-ჩვევების დადასტურება:

             კარნახის ჩაწერა;

             სმენითი ანალიზი;

             ფურცლიდან კითხვა.

  ბ) მუსიკის რეპეტიტორის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა-0215.3.1:

            მუსიკის თეორია: კარნახის ჩაწერა;

            სმენითი ანალიზი;

            ფურცლიდან კითხვა;

            პროფესიული მუსიკის ნიმუშების გამოცნობა.

  1. შემოქმედებითიტურების მოთხოვნებს  ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის წარდგენის საფუძველზე  ამტკიცებს  კოლეჯის დირექტორი  და  ქვეყნდება კოლეჯის ვებ-გვერდზე.
  2. შემოქმედებითიტურის შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით. უარყოფითი შეფასებაა 0-50 ქულის ჩათვლით.დადებითი შეფასებაა 51 ქულიდან ზემოთ.
  3. კოლეჯი ვალდებულია, შემოქმედებითი ტურის შედეგები ტესტირების ჩატარებიდან არაუგვიანეს ორი დღის განმავლობაში ასახოს მართვის სისტემაში ელექტრონული ფორმით, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს:

ა) პროფესიული საგნმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის დასახელება;

გ) აპლიკანტის პირადი ნომერი;

დ) კონკურსზე (შემოქმედებითი ტური) მიღებული ქულა;

ე) ცენტრის მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია.

 

მუხლი 3. შემოქმედებითი ტურების ჩატარების წესი

 1.კოლეჯში შემოქმედებითი ტურების გავლისას ყველა პირი სარგებლობს თანაბარი უფლებებით.

  1. პირი შემოქმედებით ტურზე უნდა გამოცხადდეს ნახევარი საათით ადრე და თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  2. პირმა,რომელმაც  რეგისტრაციისას თავის განაცხადში მიუთითა კოლეჯის ერთი ან რამდენიმე პროგრამა,   კონკურსი  უნდა გაიაროს  მის  მიერ  დასახელებული  ყველა  პროგრამისთვის  გათვალისწინებულ    შემოქმედებით ტურებში.
  3. კონკრეტული პროგრამის შემოქმედებით ტურზე უარყოფითი შეფასების  მიღების ან გამოუცხადებლობის   შემთხვევაში  აპლიკანტი კარგავს აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას. 
  4. შემოქმედებითი ტურის მიმდინარეობა  დაფიქსირდება ვიდეო ან აუდიო  ფირზე  და შეინახება სააპელაციო ვადის დასრულებამდე.
  5. შემოქმედებითი ტურის  შედეგები  განთავსდება   კოლეჯში,  ყველასათვის  თვალსაჩინო ადგი–ლზე, ქვეყნდება კოლეჯის ვებ-გვერდზე შესაბამისი ტურის ჩატარებიდან 1 დღის ვადაში.

7.ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების შესახებ მონაცემებს კოლეჯი აპლიკანტთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღის ვადაში ასახავს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.

 

 მუხლი 4. შემოქმედებითი ტურების ორგანიზებასა და შეფასებაზე უფლებამოსილი ორგანოები 

  1. საბუთების  მიღებისა  და  შემოქმედებითი  ტურების   ჩატარების  ორგანიზების  მიზნით დირექტორის  ბრძანებით  იქმნება  მიმღები  კომისია.
  2. მიმღები  კომისიის  რაოდენობა,  შემადგენლობა  და  კონკრეტული უფლება-მოვალეობები  განისაზღვრება  დირექტორის  ბრძანებით.
  3. შემოქმედებით ტურებზე  შეფასებისათვის ყოველ პროგრამაზე იქმნება მხოლოდ ერთი საგნობრივი კომისია. კომისიების შემადგენლობას ამტკიცებს დირექტორი.

 

მუხლი 5.  შემოქმედებითი ტურების შედეგების გასაჩივრება

  1. კოლეჯშიფუნქციონირებს სააპელაციო  კომისია.  აპლიკანტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია  ყველა  სადაო  და  გასარკვევ  საკითხზე  მიმართოს  კომისიას.
  2. სააპელაციო კომისია იქმნება და მისი ფუნქციები განისაზღვრება დირექტორის მიერ.
  3. შემოქმედებითი ტურების შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში.
  4. გასაჩივრება ხდება შემოქმედებითი ტურის შედეგების გამოცხადებიდან 1 დღის განმავლობაში
  5. განხილვას ექვემდებარება წერილობითი სახით შეტანილი სააპელაციო განაცხადი. განაცხადის შეტანის უფლება აქვს შემოქმედებით ტურში მონაწილე პირს ან მის კანონიერ წარმომადგენელს.
  6. სააპელაციო  კომისია  უფლებამოსილია  შეცვალოს  საგნობრივი    კომისიის  გადაწყვეტილება, თუ მიიჩნევს,  რომ  შეფასება არაობიექტურია.
  7. სააპელაციო  კომისიის  გადაწყვეტილება  ცხადდება  კოლეჯში  სააპელაციო  განაცხადის  შეტანიდან არაუგვიანეს 2 დღისა.
  8. შემოქმედებით ტურში მონაწილე პირს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გაასაჩივროს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 6. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შერჩევაში კონსულტაცია

აპლიკანტთა მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შერჩევაში კონსულტაციის მიზნით, კოლეჯი  აცნობს აპლიკანტს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ჩამონათვალს და  დაწესებულების მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს აპლიკანტმა მისთვის სასურველ პროგრამაზე ჩასარიცხად.

მუხლი 7. დაწესებულების მიერ აპლიკანტების მიღების გამოცხადება

  1. დაწესებულება სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში აცხადებს აპლიკანტთა მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, მართვის სისტემის სპეციალური პროგრამის გამოყენებით.
  2. კოლეჯი ვალდებულია დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თითოეულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობის არანაკლებ 15% განსაზღვროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთათვის.

მუხლი 8. კოლეჯში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტები

 1.პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა პირმა (შემდგომში - ,,პირი’’) კოლეჯს  უნდა წარუდგინოს:

     ა) პირადი განცხადება (სსსმ და შშმ პირების შემთხვევაში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის), რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ  მოთხოვნებს;

     ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

    გ) სრული ზოგადი ან მასთან გათანაბრებული  განათლების  დამადასტურებელი  დოკუმენტის დამოწმებული ასლი;

   დ)  4 ფოტოსურათი; 

    ე) პროფესიულ ტესტირებაზე აპლიკანტის რეგისტრაციის ფურცელი.

 

 მუხლი 9. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე  ჩარიცხვის უფლების მოპოვება

  1. იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტს რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აქვს არჩეული, ამ წესის მე–2 მუხლის მე–6 პუნქტით გათვალისწინებული რეიტინგული სიების დამტკიცების შემდეგ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილ ვადაში, მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ირჩევს მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან ერთ–ერთს და დაწესებულებაში წარადგენს აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დაწესებულების მიერ მოთხოვნილ საბუთებს. არნიშნულს აპლიკანტი ახორციელებს იმ შემთხვევაშიც, თუ მან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება მოიპოვა როგორც ტესტირების, ისე  ,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“  მე–5 მუხლის მე–4 პუნქტით ან მე–9 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

2.კოლეჯი ვალდებულია  საბუთების წარდგენისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 3 დღის ვადაში აპლიკანტები ჩარიცხოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობისა და რეიტინგულ სიაში აპლიკანტის რიგითობის გათვალისწინებით, უმაღლესიდან უმდაბლესისკენ.

3.კოლეჯი ვალდებულია აპლიკანტების ჩარიცხვის შესახებ არსებული მონაცემები ასახოს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ 27–ე მუხლის მე–5 პუნქტით დადგენილ ვადაში.

4.აპლიკანტს, რომელიც ჩაირიცხა მის მიერ არჩეულ ერთ–ერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, აღარ აქვს რეგისტრაციისას მის მიერ მიტითებულ სხვა პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება

5.თუ აპლიკანტთა ჩარიცხვის შემდეგ კოლეჯს დარჩა ვაკანტური ადგილები, მართვის სისტემა უზრუნველყოფს  მართვის სისტემის  სპეციალურ პროგრამაში ვაკანტური  ადგილების თაობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას იმ აპლიკანტებისათვის, რომელთაც  ამ მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, ვერ მოიპოვეს დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება ან ამ მუხლის 1–ლი პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად  მათ მიერ  რეგისტრაციისას მითითებულ არც ერთ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე არ გააკეთეს არჩევანი.

  1. იმ აპლიკანტებს, რომლებიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით ვერ ჩაირიცხნენ კოლეჯში ან ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ მიერ რეგისტრაციისას მითითებულ არც ერთ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე არ გააკეთეს არჩევანი, უფლება აქვთ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში აირჩიონ მათ მიერ რეგისტრაციისას მითითებული ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც დარჩენილია ვაკანტური ადგილები და  მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს ვაკანტურ ადგილებზე ჩარიცხვის მოთხოვნით.
  2. კოლეჯი ვალდებულია, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ჩარიცხოს აპლიკანტები პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობისა და რეიტინგულ სიაში აპლიკანტის რიგითობის გათვალისწინებით, უმაღლესიდან უმდაბლესისკენ.
  3. შემოქმედებითი ტურის შედეგების საფუძველზე, თუ ორ ან ორზე მეტ აპლიკანტს ერთსა და იმავე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოსახვედრად ჩასაბარებელ საგნებში/დაწესებულების მიერ დადგენილ კონკურსში (შემოქმედებით ტურში)  მოპოვებული აქვს თანაბარი საკონკურსო ქულა და მათი დაწესებულებაში ჩარიცხვის შემთხვევაში ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებულ ადგილთა რაოდენობას, დაწესებულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაემატება მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ის რაოდენობა, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი აპლიკანტების ჩასარიცხად.
  4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებით ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს დაწესებულების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები პროფესიული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული პროფესიული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება დაწესებულების პროფესიულ სტუდენტთა მომდევნო მიღებისათვის დადგენილ მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა კონტინგენტს.
  5. ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით დადგენილი წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ დაწესებულება თანაბარქულიანი აპლიკანტების ჩარიცხვისას გადააჭარბებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის დადგენილ პროფესიულ სტუდენტთა საერთო რაოდენობას.

 

მუხლი 10. კოლეჯის  მიერ ჩატარებული შერჩევის საფუძველზე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვების თავისებურებები

  1. ,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების” მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აპლიკანტებს, შერჩევის შედეგების საფუძველზე, რიცხავს დაწესებულება.
  2. დაწესებულება ტესტირების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 დღისა უზრუნველყოფს შემოქმედებითი ტურის  შედეგების ასახვას მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში, ხოლო აპლიკანტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ასახავს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, ,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“  27-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
  3. ,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კოლეჯი უფლებამოსილია ჩარიცხოს ყველა აპლიკანტი, რომელმაც რეგისტრაციისას აღნიშნული პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამა აირჩია (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ყველა აპლიკანტი).

მუხლი 11. კოლეჯის სამუსიკო სფეროს  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის უფლების მოპოვების თავისებურებები

  1. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების მიერ ამ ,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ მე-8 მუხლით გათვალისწინებული პროგრამებისათვის განსაზღვრულია კონკურსი, აპლიკანტი ამ პროგრამაზე ირიცხება ამ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობისა და დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის შედეგების გათვალისწინებით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ.
  2. კოლეჯი ვალდებულია, არაუგვიანეს შემოქმედებითი ტურის ჩატარებიდან  2 დღისა,   მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ასახოს კონკურსის (შემოქმედებითი ტურის)  შედეგები (რეიტინგულ სიაში აპლიკანტის რანგის მითითებით).
  3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტების განაწილების მიზნით, კოლეჯის ხელმძღვანელი, აპლიკანტის მიერ შემოქმედებით ტურზე მიღებული ქულის/ქულებისა და ,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ 24-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი კოეფიციენტების გათვალისწინებით ქმნის რეიტინგულ სიას. რეიტინგული სია დამოწმებულ უნდა იქნეს დაწესებულების ხელმძღვანელის ბეჭდითა და ხელმოწერით.
  4. იმ შემთხვევაში, თუ ,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ 27-ე მუხლით დადგენილი წესით აპლიკანტების ჩარიცხვის შემდეგ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე დარჩება ვაკანტური ადგილები, მართვის სისტემა უზრუნველყოფს მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ვაკანტური ადგილების თაობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას იმ აპლიკანტებისათვის, რომლებმაც გაიარეს დაწესებულების მიერ განსაზღვრული კონკურსი, მაგრამ ვერ მოიპოვეს ამ მუხლით გათვალისწინებულ პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება.
  5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში აპლიკანტები დაწესებულების მიერ ჩაირიცხებიან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე დარჩენილი ვაკანტური ადგილებისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რეიტინგული სიის მიხედვით, უმაღლესიდან უმდაბლესისკენ.
  6. თუ ორ ან ორზე მეტ აპლიკანტს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ერთსა და იმავე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოსახვედრად დაწესებულების მიერ დადგენილ კონკურსში მოპოვებული აქვს თანაბარი საკონკურსო ქულა და მათი დაწესებულებაში ჩარიცხვის შემთხვევაში ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებულ ადგილთა რაოდენობას, გამოიყენება ,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების” 25-ე მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტებით დადგენილი წესი.

მუხლი 12. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა

  1. დაწესებულების ხელმძღვანელი შემოქმედებითი ტურის ჩატარებამდე განსაზღვრავს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას.

აღნიშნული დოკუმენტაციის დაწესებულებაში წარდგენის ვადები განისაზღვრება მინისტრის

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2.კოლეჯის დირექტორი „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ 24-ე მუხლის პირველი და მეექვსე პუნქტებით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენიდან 2 დღის ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით რიცხავს აპლიკანტებს პროფესიული პროგრამის პირველად საფეხურზე და აფორმებს ხელშეკრულებას აპლიკანტთან (ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი ქმედუუნაროა/შეზღუდულ ქმედუნარიანია, მის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან) აპლიკანტის პროფესიული პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხვის შესახებ.

  1. ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების შესახებ მონაცემებს დაწესებულება შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილ ვადაში ასახავს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში.

 

მუხლი 13. იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, რომელზეც ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების უფლების მქონე პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობა ხუთზე ნაკლებია

  1. პროფესიულ სტუდენტს, რომელიც ამ წესით დადგენილი წესით ჩაირიცხება იმ პროფესიულ

საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული

საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების უფლების მქონე პროფესიული სტუდენტების რაოდენობა ნაკლებია ხუთზე და გადალახავს ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსებისათვის ჩარიცხვის შესაბამის წელს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, უფლება აქვს:

ა) ისარგებლოს გარე მობილობით, მინისტრის მიერ დადგენილი წესით;

ბ) დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად ისარგებლოს შიდა მობილობით მის მიერ ჩაბარებული პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ან მის მიერ ჩაბარებული კონკურსის შესატყვის სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;

გ) შეიჩეროს პროფესიული სტუდენტის სტატუსი და შეინარჩუნოს მის მიერ მოპოვებული

სამართლებრივი მდგომარეობა.

  1. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პროფესიულ

სტუდენტს პროფესიული სტუდენტის სტატუსი აღუდგება პირადი განცხადების საფუძველზე.

 

მუხლი 14. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურენოვანი შემოქმედებითი  ტურების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის გაგრძელება

  1. პროფესიული სტუდენტი ქართული ენის მოდულის დაძლევის შემთხვევაში, სარგებლობს გარდამავალი (მომლოდინე) პროფესიული სტუდენტის სტატუსით და უფლებამოსილია:

ა) სწავლა განაგრძოს იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც განხორციელდა მისი ჩარიცხვა. ამ შემთხვევაში, მას პროფესიული სტუდენტის სტატუსი გაუაქტიურდება პირადი

განცხადების საფუძველზე, შემდგომი პროფესიული ტესტირების ფარგლებში ამ პროფესიულ

საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის დაწყებისთანავე;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის

შემთხვევაში, დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად ისარგებლოს შიდა მობილობით მის მიერ ჩაბარებული პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის შესატყვის სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;

გ) ისარგებლოს გარე მობილობით,  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილი წესით;

დ) შეინარჩუნოს მის მიერ მოპოვებული სამართლებრივი მდგომარეობა.

  1. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გარდამავალი (მომლოდინე)

პროფესიული სტუდენტის სტატუსის მქონე პროფესიული სტუდენტების რაოდენობა არ მოაკლდება დაწესებულების პროფესიულ სტუდენტთა მომდევნო მიღებისათვის დადგენილ მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას.

  1. ამ მუხლით გათვალისწინებული პროფესიული სტუდენტის მიერ ქართული ენის მოდულის დაუძლევლობის შემთხვევაში, პირს უწყდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი.

მუხლი 15. სპეციალური საგანმანათლებლო  საჭიროების მქონე (სსსმ) აპლიკანტების შემოქმედებითი ტურის გავლის თავისებურებები

1.კოლეჯი უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტების განცხადებების მიღებას პროფესიულ საგანამანათლებლო პროგრამებზე შემოქმედებითი ტურის გავლის მიზნით.

  1. სპეციალური საგანამანთლებლო საჭიროების მქონე პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა კოლეჯში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

     ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

    ბ) სრული ზოგადი ან მასთან გათანაბრებული  განათლების  დამადასტურებელი  დოკუმენტის დამოწმებული ასლი;

     გ)  4 ფოტოსურათი; 

    დ)  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა  აპლიკანტის სპეციალური/დამატებითი საგანმანათლებლო საჭიროების შეფასების თაობაზე;

    ე) პროფესიულ ტესტირებაზე აპლიკანტის რეგისტრაციის ფურცელი.

  1. სპეციალური საგანამანთლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა შემოქმედებითი ტურის ჩატარების ვადებს განსაზღვრავს კოლეჯის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
  2. შემოქმედებითი ტურის ჩატარების ვადების განსაზღვრისას შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს რეგისტრაციის დასრულებამდე პერიოდიც იმ დათქმით, რომ ყველა აპლიკანტს ექნება კონკურსის (შემოქმედებითი ტურის) გავლის შესაძლებლობა.
  3. იმ შემთხვევაში თუ კოლეჯში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებისათვის განთავსდება საგამოცდო ცენტრი, ტესტირების ჩატარების უზრუნველსაყოფად კოლეჯის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით უზრუნველყოფს:

ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირების განრიგს და ადგენს ტესტირების მაქსიმალურ ხანგრძლივობას;

ბ) ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გაცნობას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებისათვის.

 

მუხლი 16. სპეციალური საგანამანთლებლო საჭიროების მქონე (სსსმ)  აპლიკანტთა   შემოქმედებითი ტურის ორგანიზებასა და  ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები

  1. სპეციალური საგანამანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) აპლიკანტთა საბუთების მიღებისა  და  შემოქმედებითი  ტურების   ჩატარების  ორგანიზების  მიზნით დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე იქმნება კომისია.
  2. კომისიის  რაოდენობა,  შემადგენლობა  და  კონკრეტული უფლება-მოვალეობები  განისაზღვრება  დირექტორის  ბრძანებით.

 3.სპეციალური საგანამანთლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის შემოქმედებით ტურებზე  შეფასებისათვის ყოველ პროგრამაზე იქმნება მხოლოდ ერთი საგნობრივი კომისია, რომლის შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს დირექტორი.

 

მუხლი 17. სპეციალური საგანამათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) აპლიკანტის პროფესიულ საგანამანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა

კოლეჯის დირექტორი ,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“  27–ე მუხლის მე–8 პუნქტით  განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 5 დღის ვადაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრავს პროფესიულ საგანამანთლებლო პროგრამაზე  ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის  წარდგენის ვადებს.

 კოლეჯის ხელმძღვანელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემისა და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, პროფესიულ საგანამანათლებლო პროგრამაზე სწავლის დაწყებამდე,  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე რიცხავს სპეციალური საგანამანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებს  პროფესიულ საგანამანათლებლო პროგრამაზე და აფორმებს ხელშეკრულებას სპეციალური საგანამანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთან/კანონიერ წარმომადგენელთან.

ჩარიცხული სპეციალური საგანამანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების მონაცემები კოლეჯს, ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღის ვადაში შეაქვს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

 

 

 

 

Email-Internet-PNG

საკონტაქტო ინფორმაცია

ორგანიზაციის დასახელება: სსიპ – ქ. გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი
მისამართი: 1400 ქ. გორი, სამეფო ქ. #17
ელ-ფოსტა: gori.college@yahoo.com; info@gorimuscollege.edu.ge
ტელეფონი: 0 (370) 27 35 11; 0 (370) 22 75 44
ფაქსი: 0 (370) 27 32 10

Шаблоны сайта