სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი

 

დამტკიცებულია სსიპ–ქ.გორის ს.ცინცაძის სახელობის

სამუსიკო კოლეჯის დირექტორის

ბრძანებით   N1/37,03.07.2020წ.

 

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ქ.გორის ს.ცინცაძის სახელობის

სამუსიკო  კოლეჯის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი

 

    წინამდებარე წესი არეგულირებს სსიპ ქ.გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო  კოლეჯის (შემდგომში ,,კოლეჯის“) სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს - პროფესიული სტუდენტის (შემდგომში ,,სტუდენტის“) სტატუსის მოპოვებას, შეჩერებას, შეწყვეტას, მობილობას, მიღებული განათლების აღიარებას, აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის(შემდგომში ,,ჩარჩო დოკუმენტის“) საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში სტუდენტის შემდგომი განათლებით უზრუნველყოფისა და სასწავლოპროცესშისპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების   (სსსმ)  და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  (შშმ) პირთა ჩართვის წესს.

 

 მუხლი  1.  სტუდენტის სტატუსის  მოპოვება

  1. კოლეჯშიმიიღებიანსრული ზოგადი ან მასთან გათანაბრებული განათლების მქონე პირები, 

რომლებიც ფლობენ  მუსიკალური დისციპლინების სათანადო ცოდნას.

  1. კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად საფეხურზე სწავლის უფლების მოპოვება ხდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების საფუძველზე. პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებულ წინაპირობებთან  კონკურსანტის შესაბამისობა განისაზღვრება კონკურსით, კოლეჯის მიერ დადგენილი წესით (ბრძ. #2/16 17.09.2014).
  2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე (მოდულური პროგრამა) პირის ჩარიცხვის პირობები განისაზღვრება მოდულური პროგრამით, რაც ეყრდნობა პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონს, კანონქვემდებარე აქტებს, აგრეთვე შესაბამის პროფესიულ სტანდარტს და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტს.

 

მუხლი 2. სტუდენტის სტატუსის  შეჩერება

 

1.კოლეჯის სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:

ა) აკადემიური შვებულება;

 ბ) ჯანმრელობის პრობლემები;

 გ) ორსულობა, მშობიარობა;

დ) საზღვარგარეთ გამგზავრება;

 ე) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა - სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე;

  ვ) სამხედრო სამსახურში გაწვევა;

  ზ) ოჯახური გარემოება;

 თ)სხვა არსებითი გარემოება.

  1. ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას სტუდენტი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია დასაბუთებული წერილობითი განცხადებით (რომელსაც უნდა დაერთოს შესაბამისი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი) მიმართოს კოლეჯის დირექტორს და ითხოვოს სტუდენტის სტატუსის შეჩერება კონკრეტული ვადით.
  2. დაუშვებელია გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანამანათლებლო პროგრამის ფარგლებში საქართველოდან წასული პროფესიული სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერება.
  3. სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კოლეჯის დირექტორი, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება განმცხადებელს.
  4. სტუდენტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში,მისი ხელახლა მოპოვება შესაძლებელია დადგენილ ვადებში რეგისტრაციის გავლის შემდეგ. სტუდენტის აღდგენა ხორციელდება იმ სემესტრის დასაწყისში, რომელშიც შეუჩერდა სტატუსი, სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 3 წლის განმავლობაში.
  5. სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 3 წლის შემდეგ პირს უწყდება სტუდენტის სტატუსი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
  6. პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი, არ განიხილება კოლეჯის სტუდენტების საერთო რაოდენობის ფარგლებში. სტუდენტთა რაოდენობის აღრიცხვის მიზნით, კოლეჯი ვალდებულია, უზრუნველყოს რეესტრში სტუდენტის სტატუსის შეჩერების რეგისტრაცია.

მუხლი 3. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა

 

  1. კოლეჯის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:

        _ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე:

 _ პირადი განცხადება;

 _ პროგრამითგათვალისწინებულისწავლისშედეგებისმიღწევისშეუძლებლობა;

 _ პროფესიული ტესტირებითა და კოლეჯის შემოქმედებითი ტურების/გასაუბრების შედეგებით ჩარიცხულთა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა;

              –  ხელშეკრულებითნაკისრივალდებულებებისდარღვევა;

              –გარდაცვალება;

              –სწავლისსხვადაწესებულებაში გაგრძელება;

              –დისციპლინურიპასუხისმგებლობისზომის - გარიცხვისგამოყენება;

_ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის;

_ კოლეჯის შინაგანაწესითდადგენილი სხვა შემთხვევები.

2.კანდიდატს ეძლევა კოლეჯის ფარგლებში სპეციალობის შეცვლის, სხვა პროგრამაზე ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის შესაძლებლობა;

3.. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კოლეჯის დირექტორი, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება განმცხადებელს.

4.სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

  მუხლი 4. მობილობა

  1. პროფესიული სტუდენტის მობილობა შეიძლება განხორციელდეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებიდან  სხვა დაწესბეულებაში (გარე მობილობა)  და მის ფარგლებში ერთი პროფესიული  ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამიდან  სხვა პროფესიულ ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე (შიდა მობილობა)  გადასვლის საფუძველზე.
  2. 2. ერთი და იმავე პროგრამის (მათ შორის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული პროგრამის) ფარგლებში მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერ დროს, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი პროგრამით განსაზღვრული სწავლის დასრულებამდე ერთი სემესტრით ადრე.

3.მობილობის უფლება აქვს ნებისმიერი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომლის ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და მობილობის დროისათვის წარმოადგენს კოლეჯის ან სხვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, მიუხედავად იმისა შეჩერებული აქვს თუ არა მას სტუდენტის სტატუსი.

  1. პროფესიული სტუდენტის მობილობა ხორციელდება შესაბამისი პროგრამისათვის განსაზღვრული პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში.
  2. მობილობის უფლება პროფესიულ სტუდენტს წარმოეშობა მხოლოდ იმ პროგრამაზე, რომელზე დაშვების წინაპირობასაც აკმაყოფილებს.

6.სხვადასხვა პროგრამის (მათ შორის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული პროგრამის) ფარგლებში მობილობის შემთხვევაში სტუდენტის პროგრამაზე ჩარიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს გასაუბრებისა ნ/და გამოცდის (შემოქმედებითი ტურის) საფუძველზე, რომელიც დაადგენს მობილობის მსურველი პირის მიერ მუსიკალური დისციპლინების ცოდნის დონის თავსებადობას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამასთან /ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამასთან.

  1. მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პროფესიული სტუდენტი, ხოლო არასრულწლოვანი პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში მისი კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს კოლეჯს მობილობის მსურველად რეგისტრაციის თაობაზე. შესაბამისი უფლებამოსილი პირი განცხადებასთან ერთად წარადგენს სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტაციას და ინფორმაციას განვლილი საგანმანათლებლო პროგრამის (მათ შორის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული პროგრამის) შესახებ.
  2. კოლეჯი უფლებამოსილია დამატებით მოიპოვოს ინფორმაცია პროფესიული სტუდენტის სტატუსის, არსებობის შემთხვევაში სტატუსის შეჩერების საფუძვლების და მის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების შესახებ.
  3. კოლეჯი უფლებამოსილია უარი განაცხადოს პირის მობილობით ჩარიცხვაზე, თუ:

ა)  კოლეჯს არ აქვს ვაკანტური ადგილები პროგრამისათვის განსაზღვრული პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში;

ბ) კოლეჯი ვერ უზრუნველყოფს მობილობის მსურველი პირის  შემდგომ განათლებას მიმღები პროგრამის განხორციელების სპეციფიკის გათვალისწინებით;

გ)  მობილობის მსურველი ვერ აკმაყოფილებს დაწესებულების მიერ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის განსაზღვრულ წინაპირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

  1. მობილობის მსურველი პირის განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება პირის ჩარიცხვის ან ჩარიცხვაზე უარის თქმის შესახებ ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში.

11.მობილობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი განისაზღვრება კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით. მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა შესაძლებელია გახდეს პირის მობილობის წესით ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.

12.მობილობის მსურველ პირთა განცხადებების განხილვის მიზნით, კოლეჯი სდირექტორმა შესაძლებელია შექმნასკომისია. განხილვის შედეგები ეცნობება დირექტორს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის ან ჩარიცხვაზე უარის თქმის შესახებ.

  1. მობილობა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს მხოლოდ ერთი და იმავ ესაფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
  2. კოლეჯი უფლებამოსილია სტუდენტს შესთავაზოს მობილობა თუ:

ა) გაუქმდა პროფესიული საგანმანათლებლოპროგრამა;

ბ )კოლეჯი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

  1. მობილობა დასაშვებია თუ არსებობს შემდეგი პირობების ერთობლიობა:

ა) დაცულია ამ მუხლით დადგენილი მობილობის ვადები;

ბ) არსებობს ვაკანტური ადგილი იმ ჯგუფში, სადაც იგეგმება სტუდენტის მობილობის წესითგ ადაყვანა;

  გ) მობილობა ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს მხოლოდ ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

  1. კოლეჯი ადგენს მის მიერ შეთავაზებულ პროგრამასთან მობილობის მსურველი პირის მიერ სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში  მიღწეული სწავლის შედეგების  თავსებადობას  საქართველოს კანონმდებლობითა და კოლეჯის  მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
  2. აღიარება ფორმდება კოლეჯის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რომელშიც მიეთითება მობილობის მსურველი  პროფესიული სტუდენტის მიერ გავლილი  საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობა მიმღები, ხოლო შიდა მობილობის შემთხვევაში  კოლეჯის სხვა პროგრამასთან, ასევე  აღიარებული სწავლის შედეგები და კრედიტების რაოდენობა. საჭიროების შემთხვევაში კოლეჯი ვალდებულია  პროფესიული სტუდენტის ინტერესების გათვალისწინებით  შადგინოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.
  3. შიდა და გარე მობილობის ფარგლებში კრედიტების აღიარებას ახორციელებს კოლეჯი.
  4. სტუდენტის მობილობით გადაყვანა ფორმდება კოლეჯის დირექტორის ბრძანებით.
  5. მობილობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე წესით, რეგულირდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

 

მუხლი 5. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის / ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის, გაუქმების შემთხვევაში სტუდენტის შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის წესი

 

  1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში კოლეჯი სტუდენტთან შეთანხმებით, უზრუნველყოფს მას შემდგომი განათლების მიღების შესაძლებლობით;
  2. პროფესიულ სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში,გადავიდეს კოლეჯის მსგავსი მიმართულების სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე, სწავლა განაგრძოს შეცვლილი პროგრამით ან მოახდინოს მისთვის სასურველი საგანმანათლებლო პროგრამის არჩევა სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  3. კოლეჯი უზრუნველყოფს თითოეული სტუდენტისათვის შესაბამისობის განსაზღვრას არსებული პროგრამის ფარგლებში გავლილ და ახალი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინებს შორის.
  4. თუ კოლეჯში ვერ განხორციელდა გაუქმებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადი საგანმანათლებლო პროგრამა, მაშინ დაწესებულება იღებს ვალდებულებას, აწარმოოს მოლაპარაკება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომლებიც ახორციელებენ მსგავს პროფესიულ პროგრამებს.

 

მუხლი 6. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის /ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შედეგად  მიღებული განათლების აღიარება

 

  1. კოლეჯი ადგენს მის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან/ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მობილობის მსურველი პირის მიერ სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას და იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ.
  2. აღიარების მსურველ პირთა განცხადებების განხილვის მიზნით, კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით იქმნება კომისია.

3.აღიარებას ექვემდებარება საგანმანათლებლო დაწესებულების იმ პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზე ჩარიცხვა და სწავლება განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

  1. შინაარსობრივი შესწავლის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს სტუდენტის მიერ განვლილი და კოლეჯის პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების შესაბამისობა მათ სახელწოდებებში არსებული სხვაობის მიუხედავად.
  2. შინაარსობრივი შესწავლის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს სტუდენტის მიერ განვლილი დაკოლეჯის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლოპროგრამისმოდულებისშესაბამისობა.
  3. საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტების აღიარება გულისხმობს სტუდენტის მიერ სხვა ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/ჩარჩოდო კუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტების და სწავლების შედეგების შედარებას კოლეჯის იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამასთან/ ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამასთან, რაზეც პირს სურს სწავლის გაგრძელება ან განახლება.
  4. კოლეჯის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის აღიარებისათვის შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა (სასწავლო კურსი/მოდული, სილაბუსი/კალენდარული გეგმა) ან დამატებით სხვა ინფორმაცია რომლის წარდგენის ვალდებულება ეკისრება სტუდენტს.
  5. სტუდენტის მიერ გავლილი საგნების/მოდულების და მათი სწავლის შედეგების შინაარსობრივი კვლევის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს იდენტურობა სტუდენტის მიერ განვლილ დისციპლინასა და კოლეჯის პროგრამით გათვალისწინებულ სხვა დისციპლინას შორის.
  6. პროგრამის კრედიტების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებაში დეტალურად მიეთითება შესაბამისობები და შეუსაბამობები სტუდენტის მიერ გავლილ პროგრამასა და კოლეჯის პროგრამას შორის.
  7. აღიარების კომისიის მიერ მიღებული განხილვის შედეგები ეცნობება კოლეჯის დირექტორს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

11.კოლეჯის დირექტორის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში სტუდენტის მიერ სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების შესახებ, მიეთითება სტუდენტის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობაკოლეჯის პროგრამასთან და ასევე, აღიარებული კრედიტების რაოდენობა.

მუხლი 7.  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  მიღებული განათლების აღიარება

 

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების მიზნით, დაინტერესებული პირი კოლეჯს წარუდგენს:

ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილი წესით შედგენილ განცხადებას;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

გ) ინფორმაციას,  რომელიც შეიცავს  მონაცემებს იმის თაობაზე, რომ  დაინტერესებულმა პირმა  ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაასრულა განათლების მიღება ან იღებს განათლებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს  დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების მიღების ფაქტს.

  1. დაინტერესებული პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემდეგ  ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების დადასტურების მიზნით, კოლეჯი ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
  2. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების დადასტურების შემთხვევაში კოლეჯი   ადგენს  მიღებული ინფორმაციის   შესაბამისობას კონკრეტულ  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამასთან  და გასცემს  შესაბამის დასკვნას.
  3. ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ კოლეჯი კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც:

ა)  აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებულ  განათლებას;

ბ) უარს ამბობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარებაზე.

  1. კოლეჯი აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებულ განათლებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადმინისტრაციული წარმოების შედეგად არ დგინდება დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების მიღება ან არასაკმარისად/არასარწმუნოდ მიიჩნევს წარმოდგენილ ინფორმაციას.
  2. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს კოლეჯის გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე  მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  3. ოკუპირებულ  ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების შემდეგ  საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს სწავლა გააგრძელოს კოლეჯის შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
  4. საქართველოს მოქალაქე სწავლის გაგრძელების მიზნით განცხადებით მიმართავს კოლეჯს, რომელსაც თან უნდა დაერთოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისთ გათვალისწინებული გადაწყვეტილების ასლი.
  5. კოლეჯი განიხილავს სწავლის გაგრძელების თაობაზე დაინტერესებული პირის განცხადებას, ამოწმებს მის მიერ  ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების მიღების ფაქტს და იღებს  ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) განცხადების დაკმაყოფილების შესახებ;

ბ) განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

მუხლი 8.  საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების აღიარება

 

  1. საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების აღიარების პროცესი კოლეჯში ხორციელდება ადმინისტრაციული წარმოების გზით კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  2. საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების აღიარების მიზნით  კოლეჯში  დაინტერესებული პირის მიერ  წარდგენილ უნდა იქნეს საგანმანათლებლო დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან/და ნებისმიერი სხვა  ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს  საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების ფაქტს.
  3. საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების აღიარების მიზნით კოლეჯი ადგენს:

ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება);

ბ)  საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას კოლეჯის შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამასთან (შესაბამისობის დადგენა).

  1. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ კოლეჯის დირექტორი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც:

ა) აღიარებს საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებულ განათლებას;

ბ) უარს ამბობს საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების აღიარებაზე.

  1. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს კოლეჯის გადაწყვეტილება საქართველოს ფარგლებს გარეთ  მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 9. ფორმალური განათლების აღიარება

 

  1. ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარებისას შინაარსობრივი შესწავლის შედეგად შეიძლება დადგინდეს ერთი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების სხვა საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგებთან შესაბამისობა, მათი ფორმულირების მიუხედავად.

 

  1. ფორმალური განათლების აღიარების მიზნებია:

ა) მიღებული ცოდნის აღიარება, რომელიც აღარ საჭიროებს ხელმეორედ შესწავლას;

ბ) დროის ეფექტური დაზოგვა სხვა ცოდნის მიღებისათვის;

გ)  სწავლის გაგრძელება და დასაქმების ხელშეწყობა;

დ)პროფესიული განათლების  სტუდენტების უფლებების დაცვა;

ე) ფინანსების დაზოგვა.

  1. ფორმალური განათლების აღიარების დაწყების საფუძველია კოლეჯში პროფესიული განათლების სტუდენტის  ან მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება.
  2. წერილობით განცხადებას თან უნდა დაერთოს ასაღიარებელი მოდულების დანართი, ასევე ფორმალური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები.
  3. კოლეჯი უზრუნველყოფს, რათა პროფესიული განათლების სტუდენტისთვის უზრუნველყოფილი იყოს მისაღწევი სწავლის შედეგების სრულ ჩამონათვალთან გაცნობის შესაძლებლობა. გარდა ამისა, კოლეჯი უზრუნველყოფს შესაბამისი პირის გამოყოფას, რომელიც კონსულტაციას გაუწევს  სტუდენტს  განაცხადის შევსებაში, მიუთითებს ასაღიარებელ მოდულებს და უზრუნველყოფს ფორმალური განათლების აღიარების პროცედურული და შინაარსობრივ მხარის გაცნობას.
  4. კოლეჯის დირექტორი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაადგინოს ფორმალური განათლების აღიარების თაობაზე  განაცხადების მიღებისა და განხილვის ვადები.
  5. ფორმალურიგანათლებისაღიარებისპროცესიშედგებაშემდეგიეტაპებისაგან:

ა) განცხადების წარდგენა;

ბ) განცხადების განხილვა;

გ) გადაწყვეტილების მიღება.

  1. კოლეჯი უზრუნველყოფს განაცხადის განხილვის ეტაპზე პროფესიული განათლების სტუდენტის,   განაცხადის განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღებას.
  1. დაწესებულება არ არის უფლებამოსილი პირს მოსთხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის მტკიცებულება/დოკუმენტაცია იმ სწავლის შედეგების ნაწილში, რომელიც მიღწეული იქნა ამავე დაწესებულების მიერ განხორციელებული ფორმალური განათლების ფარგლებში.
  2. დაუშვებელია აღიარების მიზნით პირის შეფასების ორგანიზება. აღიარება უნდა წარიმართოს არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით.
  3.  ფორმალური განათლების აღიარება დაუშვებელია შემდეგ შემთხვევებში:

ა)  თუ პირს განაცხადის წარდგენამდე სწავლის შედეგის ნაწილში ჩაუტარდა შეფასება და იგი შეფასდა უარყოფითად;

ბ)  პირის მიერ არ არის წარმოდეგენილი  სწავლის შედეგების მიღწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

გ) შეუძლებელია სწავლის შედეგების იდენტიფიცირება აღიარებისათვის დასაშვებობის განსაზღვრის მიზნით.

  1. ფორმალური განათლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია ბათილად იქნეს ცნობილი იმ შემთხვევაში თუ პირი უარყოფითად შეფასდა აღიარებული სწავლის შედეგის ნაწილში:

ა) შუალედური ან საკვალიფიკაციო გამოცდების დროს;

ბ) როდესაც შესაბამისი მოდულის სწავლის  შედეგის ნაწილი აღიარებულია, ხოლო არაღიარებული  სწავლის შედეგების  შეფასების მიზნით  მოდული ითვალისწინებს ყველა სწავლის შედეგის ერთიან შეფასებას.

  1. კოლეჯის დირექტორი ფორმალური განათლების აღიარების შეფასების პროცესის უზრუნველსაყოფად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე ქმნის კომისიას, რომელიც შედგება არანაკლებ 3 წევრისგან.
  2. კომისიაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემდეგი პირების წარმოამდგენლობა:

ა)შესაბამისი სფეროს სპეციალისტი – დამსაქმებელის ან დამსაქმებელთა/დარგობრივი გაერთიანების წარმომადგენელი;

ბ) შესაბამისი სფეროს პროფესიული განათლების მასწავლებელი;

გ)  დაწესებულების წარმომადგენელი;

  1. საჭიროების შემთხვევაში კომისიამ თავის შემადგენლობაში შეიძლება შეიყვანოს სხვა პირები;
  2. კომისიის თავმჯდომარეს თავისი წევრებისგან ირჩევენ კომისიის წევრები ხმათა უმრავლესობით.
  3. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მას ესწრება  წევრთა უმრავლესობა;
  4. კომისია ფორმალური განათლების აღიარების მსურველის განაცხადის განხილვის შედეგად იღებს ერთ–ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ფორმალური განათლების  სრულად აღიარების შესახებ (ენიჭება კრედიტი);

ბ) ფორმალური განათლების  ნაწილობრივი აღიარების შესახებ; (კრედიტი ენიჭება დადასტურების შემდეგ);

  1. ფორმალური განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ კოლეჯის გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილ სააპელაციო კომისიაში, რომელიც შედგება არანაკლებ 3 წევრისაგან.
  2. სააპელაციო კომისია საჩივრის მიღებისა და განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადებით.
  3. კომისიის მიერ საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, იგი შესაბამის გადაწყვეტილებას უგზავნის ფორმალური განათლების აღიარების შესახებ განაცხადის განმხილველ კომისიას, რომელიც ვალდებულია სრულყოფილად  გამოიკვლიოს საქმის გარემოებები და მიიღოს ახალი გადაწყვეტილება.
  4. მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული ფორმალური განათლების აღიარება დასაშვებია ბაკალავრიატის საგანამანათლებლო პროგრამით ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე–7 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი იმ საგანამანათლებლო პროგრამით, რომელიც ასევე გადის ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოს მე–6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე, სწავლის უფლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვების შემთხვევაში.

 

მუხლი 10. პროფესიული სტუდენტის ადაპტაცია სასწავლო გარემოსთან

 

  1. პროფესიული სტუდენტის ახალ ნაკადთან ტარდება საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები, სადაც სტუდენტებს მიეწოდებათ ინფორმაცია კოლეჯის სტრუქტურის, სერვისების, მათი უფლებების და მოვალეობების თაობაზე.
  2. საჭიროებიდან გამომდინარე კოლეჯში შესაძლებელია დაინერგოს რეალურ ან სიმულაციურ გარემოში სამუშაო გასვლის წინა ინსტრუქტაჟი.
  3. კოლეჯში საგანგებო სიტუაციების პირობებში, ონლაინ რეჟიმში შესაძლებელია განხორციელდეს  ვებინარები, ღია კარის დღეები და სხვა საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები.

 

მუხლი 11. პროფესიულ სტუდენტთა ადმინისტრაციული მხარდაჭერა

 

  1. პროფესიულ სტუდენტთა ადმინისტრაციული მხარდაჭერისათვის კოლეჯის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სერვისების ხელმისაწვდომობა.
  2. პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს მოითხოვოს ცნობა და ასევე მიიღოს პროფესიული განათლების დამადასტურებელი სერთიფიკატი ან დიპლომი.
  3. კოლეჯი ვალდებულია სტუდენტის წერილობითი განცხადების დღიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში გასცეს  მოთხოვნილი ცნობა.
  4. პროფესიული სტუდენტი შესაბამისი საგანამანთლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მინიჭებული კავალიფიკაციის შესაბამისად კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს სეთიფიკატს ან დიპლომს. აღნიშნული დოკუმენტების  გაცემა ხდება პროფესიული სტუდენტის ან/და მისი კანონიერი წარმომადგნელის მიერ კოლეჯის დირექტორის სახელზე განცხადების დაწერიდან არაუგვიანეს 1   თვის ვადაში.

 

მუხლი 12. სასწავლო პროცესში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების   (სსსმ)  და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  (შშმ) პირთა ჩართვისა  და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის წესი

 

1.სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  (შშმ) პირების სასწავლო პროცესში ჩართულობას დაწესებულება უზრუნველყოფს ადაპტირებული სასწავლო გარემოთი, რაც გულისხმობს:

      ა)დაწესებულების შენობაში შეღწევის შესაძლებლობას პანდუსის მეშვეობით;

      ბ)დაცვის სამსახურის თანამშრომლის გამოყოფას შეუფერხებელი   გადაადგილებისათვის დაწესებულების მთელ ტერიტორიაზე.

     გ)ადმინისტრაციის თანამშრომლის მიმაგრებას, რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირის კომუნიკაცია–კონსულტაციას ყველა სტრუქტურულ ერთეულთან.

2.საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე სტუდენტისთვის საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შემუშავდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომელიც ეფუძნება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას/მოდულს და წარმოადგენს მის მოდიფიკაციას (მისაღწევი სწავლის შედეგების თვისობრივ ან რაოდენობრივ ცვლილებას) და/ან აკომოდაციას (სწავლებისა და შეფასების მიდგომებში ცვლილებას მისაღწევი სწავლის შედეგების ცვლილების გარეშე) და, შესაბამისად, აზუსტებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტისთვის საჭირო დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას.  

3.ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის პროფესიული სტუდენტისათვის სპეციალური საჭიროებების გათვალისწინებით შედგენილი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს პროფესიული სტუდენტისათვის ინდივიდუალურ სასწავლო მიზნებსა და სწავლის შედეგების მიღწევის გზებს. 

4   ინდივიდუალური სასწავლო გეგმა იქმნება კონკრეტული მოდულის საფუძველზე და წარმოადგენს მის დაზუსტებას სსსმ/შშმ პროფესიული სტუდენტისათვის და დასაშვებია იმდენი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რამდენ მოდულშიც გამოვლინდება სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები. 

5  ინდივიდუალური სასწავლო გეგმები უზრუნველყოფს აგრეთვე, მობილობის წესით გადმოსული, პროფესიული სტუდენტისათვის სტატუსის აღდგენის და ოპტიმიზირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გადაყვანილი პროფესიული სტუდენტებისათვის თავსებადი სწავლის შედეგების აღიარებასა და მიღწევის შესაძლებლობებს.

  1. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის საჭიროება დგება მაშინ, როდესაც:

    1.სსსმ/შშმ პროფესიული სტუდენტი სწავლობს მოდულურ პროფესიულ       საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაგრამ ვერ აღწევს სწავლის შედეგებს; 

    2.მობილობით გადმოსული პროფესიული სტუდენტის, სწავლის შედეგები განსხვავებულია მიმღები დაწესებულების სწავლის შედეგებთან; 

    3.პროფესიული სტუდენტი, რომელსაც შეჩერებული ჰქონდა პროფესიული სტუდენტის სტატუსი  საჭიროებს სასწავლო პროცესში ჩართვას. 

  1. პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებაში, ხოლო არასრულწლოვანი/ქმედუუნარო/შეზღუდულ ქმედუნარიანი პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში შესაძლოა ჩართულ იქნას მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.
  2. მე-6 პუნქტის 6.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევასთან დაკავშირებით პროფესიული განათლების მასწავლებელი მიმართავს კოლეჯის ხარისხის  უზრუნველყოფის მენეჯერსა და  სასწავლო პროცესის მენეჯერს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის საჭიროების შესახებ. ხარისხის  უზრუნველყოფის მენეჯერი შესაბამისი მოდულის პროფესიული განათლების მასწავლებელთან, სასწავლო პროცესის მენეჯერთან და პროფესიული ინკლუზიური განათლების სპეციალისტთან ერთად,   წინამდებარე წესის  მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის მონაწილეობით, გონივრულ ვადაში შეიმუშავებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის პროექტს და წარუდგენს დასამტკიცებლად დაწესებულების ხელმძღვანელს. 
  3. მე-6 პუნქტის 6.2. ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი ამოწმებს პროფესიული სტუდენტის მიერ გავლილი მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტების შესაბამისობას დაწესებულების ანალოგიურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან, სტუდენტის ჩარიცხვის სამართლებრივ და გავლილი მოდულების აღიარების შესაძლებლობის საკითხებს. შესაბამისი კომისიის სხდომის ოქმის გადაწყვეტილების საფუძველზე ამზადებს სამსახურებრივ ბარათს მობილობის მსურველის მიერ ათვისებული კრედიტების აღიარების თაობაზე და, საჭიროების შემთხვევაში,  კოლეჯის დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს  ინდივიდუალური სასწავლო გეგმის პროექტს. 
  4. მე-6 პუნქტის 6.3. ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში (პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში), პროფესიული სტუდენტი სწავლას აგრძელებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით პროგრამის იმ ეტაპიდან, როდესაც მას შეუჩერდა პროფესიული სტუდენტის სტატუსი. ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი ამოწმებს პროფესიული სტუდენტის მიერ პროგრამის ათვისებულ სწავლის შედეგებს და შეიმუშავებს სასწავლო განრიგს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესაბამისად სტატუსაღდგენილი პროფესიული სტუდენტის სასწავლო პროცესში ჩართვის მიზნით, ასათვისებელი მოდულების წინაპირობების დაცვით.
  5. მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობისას პირი წარმოადგენს მის მიერ გავლილი მოდულების გავლის დამადასტურებელ ან ცალკეული სწავლის შედეგების დადასტურების დოკუმენტს. შესაბამისად, კოლეჯი უფლებამოსილია, ავტომატურად ჩაუთვალოს მობილობის მსურველ პროფესიულ სტუდენტს გავლილი მოდულები/სწავლის შედეგები.
  6. მობილობის დროს, მოდულის სწავლის შედეგების მიღწევის სრულად დადასტურების შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტს ავტომატურად ჩაეთვლება კრედიტი. ცალკეული სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურების შემთხვევაში კი, თუ მათი ერთობლიობა არ ქმნის სრულ მოდულს, პროფესიული სტუდენტს კრედიტი ჩაეთვლება მოდულის დაუდასტურებელი სწავლის შედეგების დადასტურების შემდეგ.
  7. მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის შემთხვევაში კოლეჯი ახორციელებს პროფესიული სტუდენტის შემდგომი განათლებისათვის საჭირო, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის უწყვეტობის მიზნით ქმნის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას და უზრუნველყოფს მიმდინარე სასწავლო ჯგუფების პროფესიული სტუდენტების გადაყვანას ოპტიმიზირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
  8. ოპტიმიზირებულ პროგრამაზე პროფესიული სტუდენტის გადაყვანის შემთხვევაში კრედიტების აღიარება უნდა მოხდეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ახალი ჩარჩო დოკუმენტის ფარგლებში.
  9. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა გამოიყენება როგორც სახელმძღვანელო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტის საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებისთვის. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტის მიმდინარე შეფასება ხორციელდება ინდივიდუალურად, განსაზღვრულ მისაღწევ სწავლის შედეგებთან, ხოლო საბოლოო შეფასება და კრედიტების მინიჭება - საგანმანათლებლო პროგრამის/მოდულის მოთხოვნებთან მიმართებით.
  10. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა განსაზღვრულ უნდა იქნას მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ვადის ფარგლებში.

 

 

 

Email-Internet-PNG

საკონტაქტო ინფორმაცია

ორგანიზაციის დასახელება: სსიპ – ქ. გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი
მისამართი: 1400 ქ. გორი, სამეფო ქ. #17
ელ-ფოსტა: gori.college@yahoo.com; info@gorimuscollege.edu.ge
ტელეფონი: 0 (370) 27 35 11; 0 (370) 22 75 44
ფაქსი: 0 (370) 27 32 10

Шаблоны сайта